წითელა
დაავადების აღწერა
წითელა ბავშვობის ინფექციაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. მიუხედავად იმისა რომ ხშირია, წითელის თავიდან არიდება ვაქცინის საშუალებით ყოველთვის შეიძლება. წითელას სიმპტომები: ხველა, ხშირი, თხიერი გამონადენი ცხვირიდან, ანთება თვალების არეში, ყელის ტკივილი, სიცხე და წითელი გამონაყარი კანზე.
წითელა შესაძლოა მიმდინარეობდეს მძიმედ და ზოგჯერ იყოს ფატალურიც მცირეწლოვან ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით, ვაქცინის გავრცელების გამო სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ყოველწლიურად ამ მიზეზით მაინც კვდება 100,000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგანაც უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა.
ვაქცინაციის გავრცელების სწრაფი ტემპის გამო, მსოფლიოს მასშტაბით წითელას შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია.
გამომწვევი მიზეზი
წითელას იწვევს ვირუსი, რომელიც მრავლდება დაინფიცირებული ადამიანის ცხვირის ღრუსა და ყელში.
როდესაც წითელას მქონე აპაციენტი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს, დაინფიცირებული წვეთები ისხმება ჰაერში. ეს წვეთები შესაძლოა ირგვლივ მყოფმა ხალხმა ჩაისუნთქოს. ინფიცირებული წვეთები ასევე ვრცელდება სხვადასხვა ზედაპირებზე, საიდანაც მას ინფექციის გავრცელება რამოდენიმე საათის განმავლობაში შეუძლოა.
ვირუსით დაინფიცირება შესაძლებელია მაშინ, როდესაც დაბინძურებულ ზედაპირზე მოსმულ თითებს ბავშვი ცხვირის ღრუში ან პირის ღრუში მოიხვედრებს.
სიმპტომები
ვირუსთან კონტაქტის შემდგომ წითელას სიმპტომები 10-14 დღის შემდგომ იწყება. წითელას სიმპტომები:
- სიცხე
- მშრალი ხველა
- ხშირი, თხიერი გამონადენი ცხვირიდან
- ყელის ტკივილი
- თვალების ანთება(კონიუნქტივიტი)
- მცირე ზომის თეთრი ლაქები ლურჯ-თეთრი ცენტრებით პირის ღრუში და ლოყის შიდა ნაწილში. მათ აგრეთვე კოლპიკის ლაქებს უწოდებენ.
- გმონაყარი, რომელიც წარმოდგენილია დიდი ზომის, ბრტყელი ლაქების სახით, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეზრდილი.
- ინფექცია ვითარდება ეტაპობრივად 2-3 კვირის განმავლობაში.
ინფექცია და ინკუბაცია. ინფექციის თავდაპირველი 10-14 დღის განმავლობაში, წითელას ვირუსი ინკუბირდება. ამ ეტაპზე პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნება.
არასპეციფიური სიმპტომები. წითელა თავს იჩენს მსუბუქი ან საშუალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს მუდმივი ხველა, გამონადენი ცხვირიდან, თვალების ანთება და ყელის ტკივილი. ასეთი მსუბუქი ავადმყოფობა 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება.
მწვავე ავადმყოფობა და გამონაყარი. გამონაყარი წარმოდგენილია, როგორც მცირე ზომის წითელი ლაქები, რომელთაგანაც რამოდენიმე ცოტათი ამობურცულია. მჭიდროდ ჩაწყობილი ლაქები დაამობურცულობები კანს წითლად გათხუპნულის შესახედაობას აძლევენ. პირველად ზიანდება სახე, განსაკუთრებით ყურს ქვეშ და თმის ზოლის გასწვრივ.
შემდეგი რამოდენიმე დღის განმავლობაში, გამონაყარი ვრცელდება მკლავებსა და ზედა ტანზე, შემდგომ ბარძაყებზე, ფეხების ქვედა ნაწილზე და ტერეფბზე. ამავდროულად, სიცხე მკვეთრად იმატებს (40-41 С გრადუსი). წითელით გამოწვეული გამონაყარი თანდათანობით ქრება. ჩაცხრომა იწყება სახით და მთავრდება ტერფებით.
გადაცემის პერიოდი. წითელის მქონე ადამიანს ვირუსის გავრცელება 8 დღის განმავლობაში შეუძლია – გამონაყრის გაჩენამდე 4 დღით ადრე-გამონაყრიდან 4 დღის შემდეგ.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თვლით რომ ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს წითელა ან აქვს წითელასთვის დამახასიატებელი გამონაყარი. გადახედეთ თქვენი ოჯახის იმუნიზაციის ჩანაწერებს, განსაკუთრებით ბავშვის ბაღში, სკოლაში ან უნივერსტეტში შესვლამდე.