წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი

დაავადების აღწერა

წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი არის გინგივიტის ფორმა, რომელიც დროსაც გვხვდება ღრძილების ტკივილი, ინფექცია, სისხლდენა და წყლულები. წყლულოვან-ნეკროზული გინვიტი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იგი ხშირია განვითარებად ქვეყნებში სადაც არასრულფასოვანი კვება და ცუდი საცხოვრებელი პირობებია.

გამომწვევი მიზეზი

პირი ნორმაში შეიცავს მიკროოგანიზმებს, მათ შორის სოკოებს, ვირუსებს და ბაქტერიებს. მათ ებრძვის იმუნური სისტემა. იმუნური სისტემის დასუსტების შემთხვევაში მცირდება მისი ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი. ეს იწვევს წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტს, რომლის დროსაც ბაქტერიების უკონტროლი ზრდა იწვევს ღრძილების ინფექციას. ეს ინფექცია აზიანებს ან ანადგურებს კბილების გარშემო არსებულ ღრძილოვან ქსოვილს.

ღრძილებზე შეიძლება წარმოიქმნას დიდი, ბაქტერიებით, საჭმლის ნარჩენებებით და დამპალი ქსოვილით სავსე წყლულები, რომლებიც იწვევენ ტკივილს და უსიამოვნო სუნს პირში. უცნობია ზუსტად რა მექანიზმით ანადგურებენ ეს ბაქტერიები ღრძილებს. დიდი ალბათობით ამ პროცესში ბაქტერიების გამოყოფილი ფერმენტები და ტოქსინები მონაწილეობენ.

სიმპტომები

წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ღრძილების მწვავე ტკივილი
  • ღრძილებიდან სისხლდენა სუსტად შეხების შემთხვევაშიც კი
  • წითელი ან შესიებული ღრძილები
  • ტკივილი ჭამის ან ყლაპვის დროს
  • ნაცრისფერი ნადები ღრძილებზე
  • კრატერის მსგავსი წყლულები კბილებს შორის და წყლულებზე
  • უსიამოვნო სუნი პირში
  • უსიამოვნო სუნი ამოსუნთქულ ჰაერში
  • ტემპერატურის მომატება და დაღლილობა
  • შესიებული ლიმფური კვანძები თავის, კისრის და ყბის გარშემო



როდის მივმართოთ ექიმს

წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტის სიმპტომები შეიძლება სწრაფად განვითარდეს. დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში. ხშირად ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს არა წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტით, არამედ გინგივიტის სხვა ფორმით ან ღრძილების ინფექციით, რომელსაც პერიოდონტიტი ეწოდება.

ღრძილების დაავადების ნებისმიერი ფორმა სერიოზულია და მკურნალობის გარეშე დიდი ალბათობით გაუარესდება. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო დიდი ალბათობით აღიდგენთ ღრძილების ჯანმრთელობას და თავიდან აიცილებთ კბილების დაკარგვას და ძვლების ან სხვა ქსოვილების განადგურებას.