ყბაყურა
დაავადების აღწერა
ყბაყურა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც უპირატესად ყბაყურა ჯირვლებში გვხვდება. ყბაყურა ჯირკვალი არის სანერწყვე ჯირკვლების სამი წყვილიდან ერთ ერთი და მდებარეობს ყურების ქვეშ და წინ. ინფექციის დროს ბავშვს შესაძლოა გაუსივდეს ერთი ან ორივე ყბაყურა ჯირკვალი.
ყბაყურა გავრცელებული ინფექცია იყო ვაქცინის შექმნამდე. ვაქცინის შემდგომ შემთხვევების რაოდენობა მნიშნველოვნად შემცირდა. ყბაყურის გართულებები, როგორიცაა სმენის დაკარგვა, მძიმე, თუმცა იშვიათია.
ყბაყურის კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს. ვაქცინაციის მიუხედავად ყბაყურა მაინც გავრცელებულია მსოფლიოში. ამიტომ აუცილებელია დროული იმუნოზაცია.
გამომწვევი მიზეზი
დაავადებას ყბაყურას ვირუსი იწვევს, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ნერწყვის საშუალებით ადვილად ვრცელდება. თუ თქვენ არ ხართ იმუნური, თქვენ შესაძლოა გადაგედოთ ინფექცია დაავადებული პაციენტის ხველისა და ცემინების შედეგად გადმოსროლილი ნერწყვის წვეთების ჩასუნთვის შემდგომ. ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია დაავადების მქონე ადამიანის ნივთების გამოყენებით.
სიმპტომები
ყბაყურათი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები. თუმცა სიმპტომები არსებობის შემტხვევაში ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში ვლინდება:
- შესიებული, მტივნეული სანერწყვე ჯირკვლები სახის ცალ ან ორივე მხარეს(პაროტიტი)
- სიცხე
- თავის ტკივილი
- სისუსტე და დაღლილობა
- უმადობა
- ტკივილი ყლაპვისას ან ღეჭვისას
ყბაყურის პირველადი და ყველაზე ცნობილი ნიშანია სანერწყვე ჯირკვლის გასიება, რომელიც იწვევს ლოყების გამობერვას.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ ბავშვს აქვს ყბაყურა, მიმართეთ ექიმს. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რომ ბავშვს აქვს ყბაყურა საავადმყოფოში მისვლამდე, რათა არ მოგიწიოთ დიდხანს ლოდინი და ინფექცია რიგში სხვებს არ გადასდოთ. ყბაყურა უკვე იშვიათი დაავადებაა, ამიტომაც შესაძლებელია, რომ სიმპტომები სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. სანერწყვე ჯირკვლების შესიება და სიცხე შესაძლოა მიუთითებდეს ნუშისებრი ჯირკვლების(გლანდები) ანთებაზე ან სანერწყვე ჯირკვლის დახშობაზე.
სხვა ვირუსებსაც შეუძლიათ ყბაყურა ჯირკვლის ინფიცირება და ყბაყურას მსგავსი ავადმყოფობის გამოწვევა.