ყელის კიბო

დაავადების აღწერა

ყელის კიბო მოიცავს სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდება ყელში, ხორხში და ნუშურა ჯირკვლებში.

ყელის არის კუნთოვანი მილი, რომელიც იწყება ცხვირის უკან და მთავრდება კისერში. ხოხი მდებარეობს ყელის ქვეშ. ხორცი შედგება ხრტილებისგან და შეიცავს ხმოვან იოგებს, რომლებიც ირხევიან ლაპარაკის დროს. ყელის კიბომ აგრეთვე შეიძლება დააზიანოს ხორხსარქველი. ნუშურა ჯირკვლების კიბო აზიანებს ნუშურა ჯირკვლებს, რომლებიც ყელის უკანა ნაწილში მდებარეობენ.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ყელის კიბოს რისკი მოწევისგან, თამბაყოს დაღეჭვისგან და ალკოჰოლისგან თავის არიდებით.

გამომწვევი მიზეზი

ყელის სიმსივნეების უმეტესობა ვითარდება უჯრედების გენეტიკური მუტაციის შედეგად. ეს მუტაციები იწვევენ უჯრედების უკონტროლი ზრდას და სიცოცხლისუნარიანობას მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედი მოკვდებოდა. დაგროვებული უჯრედები წარმოქმნიან სიმსივნეს ყელში.

უცნობია რა იწვევს ყელის კიბოს გამომწვევ მუტაციებს, თუმცა ექიმებმა აღმოაჩინეს ფაქტორები, რომელბიც ზრდიან რისკს.

ყელის კიბოს ფორმები

ყელის კიბო არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს ხახაში და ხორხში განვითარებულ სიმსივნეებს. ხახა და ხორხი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ხორხი ხახის ქვემოთ მდებარეობს.

სიმსივნეების უმეტესობა ერთი ტიპის უჯრედიდან ვითარდება, თუმცა გამოიყენება ტერმინები სიმსივნის ლოკალიზაციის გასაღცევად.

  • ნაზოფარინგეალური კიბო იწყება ცხვირის ხახაში გადასვლის ადგიალს.
  • ოროფარინგეალური კიბო იწყება პირის ხახაში გადასვლის ადგილას და მოიცავს ნუშურა ჯირკვლებს.
  • ჰიპოფარინგეალური კარცინომა იწყებს ხახისა და ხორხის საზღვარზე, საყლაპავისა და ტრაქეის ზემოთ.
  • ხმოვანი იოგების სიმსივნე იწყება ხმოვან იოგებში.
  • სუპრაგლოტური სიმსივნე იწყება ხორხის ზედა ნაწილში და მოიცავს სიმსივნეებს, რომლებიც აზიანებენ ხორხსარქველს. ხორხსარქველი არის ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ხელს უშლის საკვების ტრაქეაში ჩასვლას.
  • სუბგლოტური სიმსივნე ვითარდება ხორხის ქვედა ნაწილში, ხმოვანი იოგების ქვეშ.

სიმპტომები

ყელის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხველა
  • ხმის ცვლილებები, მათ შორის ჩახლეჩა
  • ყლაპვის გაძნელება
  • ყურის ტკივილი
  • გამობერილობა ან წყლული, რომელიც არ შუშდება
  • ყელის ტკივილი
  • წონაში კლება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ახალი ნიშნები ან სიმპტომები. ყელის კიბოს სიმპტომები სხვა ბევრად გავრცელებულ დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ ექიმი პირველად მათზე შეგამოწმებთ.