ყელის ტკივილი
დაავადების აღწერა
ტერმინი ყელის ტკივილი მოიცავს როგორც ყელის ტკივილს, ასევე მის გაღიზიანებას, რომელიც უარსედება ყლაპვისას.
ყელის ტკივილი ფარინგიტის (ხახის ანთება) პირველი ნიშანია. ტერმინები ‘ყელის ტკივილი’ და ‘ფარინგიტი’ ხშირად სინონიმებად გამოიყენება.
ყელის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, მაგალითად ტრიპი. ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილი სახლში მკურნალობის შედეგად გაქრება. სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც ბაქტერიითაა გამოწვეული, გართულებების თავიდან ასაცილებლად დამატებით ანტიბიოტიკურ მკურნალობას მოითხოვს.
ყელის ტკივილის სხვა, უფრო იშვიათ მიზეზებს უფრო კომპლექსური მკურნალობა შეიძლება დასჭირდეთ.
გამომწვევი მიზეზი
ყელის ტკივილი უმეტესად გამოწვეულია გაციების და გრიპის გამომწვევი ვირუსებით. უფრო იშვიათად, ყელის ტკივილს იწვევს ბაქტერიული ინფექცია.
ვირუსული ინფექციები
ყელის ტკივილის გამომწვევ ვირუსულ დაავადებებს მიეკუთვნება:
- გაციება
- გრიპი
- მონონუკლეოზი
- წითელა
- ჩუთყვავილა
- კრუპი – ბავშვთა დაავადება, რომელსაც ახასიათებს მყეფავი ხველა
ბაქტერიული ინფექციები
ყელის ტკივილის გამომწვევ ბაქტერიულ ინფექციებს მიეკუთვნება:
- სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია streptococcus pyogenes, ანუ ა ჯგუფის სტრეპტოკოკი
- ყივანახველა, რომელიც არის სასუნთქვი გზების ინფექცია
- დიფტერია, რომელიც არის სერიოზული სასუნთქი გზების დაავადება. იგი უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში.
სხვა მიზეზები
ყელის ტკივილის სხვა მიზეზებია:
- ალერგიები. ცხოველის ქერტლზე, ობზე, მტვერზე და მცენარეების მტვერზე ალერგიას შეუძლია გამოიწვიოს ყელის ტკივილი. პრობლემა შეიძლება იყოს ცხვირიდან ჩასული გამონადენი, რომელიც იწვევს ყელის გაღიზიანებას და ანთებას.
- სიმშრალე. მშრალ ჰაერს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შეუძლია გააღიზიანოს ყელი. ყელის სიმშრალეს აგრეთვე იწვევს ხშირი პირით სუნთქვა.
- გამღიზიანებლები. გარემოში არსებულ გამღიზიანებლებს შეუძლიათ ყელის გაღიზიანების გამოწვევა. ოთახის შიგნითა გამღიზიანებლები – ბოლი ან ქიმიკატები – აგრეთვე იწვევე ქრონიკულ ყელის ტკივილს. თამბაქოს დაღეჭვა, ალკოჰოლის დალევა ან ცხარე საკვების მიღება აგრეთვე აღიზიანებს ყელს.
- კუნთების დაჭიმვა. ყელის კუნთები ისევე შეიძლება დაიჭიმოს, როგორც ფეხის და ხელის კუნთები. სპორტული ღონისძიებების დროს ყვირილს, ხმაურიან გარემოში ხმამაღალ საუბარს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლაპარაკს შეუძლია გამოიწვიოს ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა.
- გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება. გერდ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება, რომლის დროსაც კუჭის მჟავა და მისი შიგთავსი უკან ამოდის საყლაპავში. სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს გულძმარვა, ხმის ჩახლეშა, კუჭის შიგთავსის რეგურგიტაცია და ყელში ბურთულის შეგრძნება.
- აივ ინფექცია. ყელის ტკივილი და სხვა გაციების მსგავსი სიმპტომები ხანდახან ჩნდება აივ-ით ინფიცირების ადრეულ სტადიაზე. აივ-პოზიტიურ ადამიანს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული ან ხშირი ყელის ტკივილი მეორადი ინფექციის გამო. ხშირი პრობლემებაა სოკოვანი ინფექცია და ციტომეგალოვირუსული ინფექცია, რომელიც რთულად მიმდინარეობს დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
- სიმსივნეები. ყელის, ენის ან ხორხის ავთვისებიან სიმსივნეებს შეუძლიათ ყელის ტკივილის გამოწვევა. სხვა ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ყელში ამობურცულობა და სისხლიანი ნერწყი ან ნახველი.
იშვიათად, ყელის ქსოვილის დაინფიცირებას (აბსცესი) შეუძლია გამოიწვიოს ყელის ტკივილი. კიდევ ერთი იშვიათი მიზეზია მდგომარეობა, რომლის დროსაც ხორხსარქველი შუპდება, რაც ბლოკავს ჰაერის ნაკადს (ეპიგლოტტი). ორივე მიზეზი იწვევს სასუნთქი გზების დაბლოკვას და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
სიმპტომები
ყელის ტკივილის სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევზე. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- ტკივილი ან ფხაჭნის შეგრძნება ყელში
- ტკივილი, რომელიც უარსდება ყლაპვის და ლაპარაკის დროს
- ყლაპვის გაძნელება
- ყელის სიმშრალე
- შესიებული, მტკივნეული გლანდები ყელში ან ყბაში
- შესიებული, წითელი ნუშურები
- თეთრი ნადები ან ჩირქი ნუშურებზე
- ხმის ჩახლეჩა
ყელის ტკივილის გამომწვევმა ინფექციებმა შეიძლება სხვა ნიშნების და სიმპტომების გაჩენაც გამოიწვიონ. ესენია:
- ტემპერატურის მომატება
- შეციება
- ხველა
- სურდო
- ცემინება
- სხეულის ტკივილი
- თავის ტკივილი
- გულისრევა ან პირღებინება
როდის მივმართოთ ექიმს
ამერიკის პედიატრთა აკადემია რჩევაა, რომ ბავშვი მიიყვანოთ ექიმთან თუ მისი ყელის ტკივილი დილას პირველ სითხის მიღებასთან ერთად არ გაქრება.
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ბავშვს აქვს ისეთი მწვავე ნიშნები, როგორებიცაა:
- სუნთქვის გაძნელება
- ყლაპვის გაძნელება
- უჩვეულო ნერწყვდება, რომელიც შეიძლება ყლაპვის გაძნელებაზე მიუთითებდეს
თუ ხართ ზრდასრული, ამერიკის ოტოლარინგოლოგთა ასოციაცია გირჩევთ, რომ მიმართოთ ექიმს თუ გაქვთ ყელის ტკივილი და რომელიმე შემდეგი პრობლემა:
- ყელის ტკივილი, რომელიც არის მწვავე ან გრძელდება 1 კვირაზე მეტხანს
- ყლაპვის გაძნელება
- სუნთქვის გაძნელება
- პირის გაღების გაძნელება
- სახსრების ტკივილი
- ყურის ტკივილი
- გამონაყარი
- 38.3-ზე მაღალი ტემპერატურა
- ნერწყვში ან ნახველში სისხლი
- ხშირი ყელის ტკივილი
- შესიება ყელში
- ხმის ჩახლეჩა, რომელიც არ ქრება 2 კვირაში