ყივანახველა

დაავადების აღწერა

ყივანახველა არის სასუნთქი გზების გადამდები ინფექცია. შეტევა შესდგება ერთიმეორის მომდევნო ხველითი ბიძგისაგან, რომელსაც მოსდევს ხმაურიანი ჩასუნთქვა ხორხის სანათურის (ნაპრალის) სპაზმური შევიწროვების გამო.

ვაქცინის შექმნამდე ყივანახველა ბავშვთა დაავადებად ითვლება. ახლა ყივანახველა ვითარდება ბავშვებში, რომლებსაც არ დაუმთავრებიათ ვაქცინაცია და მოზარდებში, რომელთა იმუნიტეტი შესუსტებულია.

ყივანახველით გამოწვეული სიკვდილი იშვიათია და ყველაზე ხშირად ჩვილებში გვხვდება. მნიშვნელოვანია ფეხმძიმე დედის ყივანახველაზე აცრა.

გამომწვევი მიზეზი

ყივანახველას იწვევს ბაქტერია. როდესაც დაავადებული ადამიანი აცემინებს ან ახველებს, იგი გამოანთავისუფლებს პატარა წვეთებს, რომლებიც შეიცავენ ბაქტერიებს. ამ წვეთების ახლო მყოფი ადამიანების ფილტვებში მოხვედრისას ვითარდება დაავადება.

სიმპტომები

ყივანახველას ნიშნები და სიმპტომები ინფიცირებიდან 7-10 დღეში ჩნდება. თავდაპირველად ისინი მსუბუქია და ჰგავს გრიპის სიმპტომებს:

  • სურდო
  • გაჭედილი ცხვირი
  • წითელი, ცრემლიანი თვალები
  • ტემპერატურის მომატება
  • ხველა



1-2 კვირაში სიმპტომები უარესდება. სასუნთქ გზებში გროვდება სქელი ლორწო რაც უკონტროლო ხველას იწვევს. მწვავე და გახანგრძლივებულმა ხველამ შეიძლება:

  • გამოიწვიოს პირღებინება
  • გამოიწვიოს სახის გაწითლება ან გალურჯება
  • გამოიწვიოს დაღლილობა



ზოგიერთ ადამიანში ყივანახველას ერთადერთი ნიშანი არის ხანგრძლივი ხველა.

ჩვილები შეიძლება საერთოდ არ ახველებდნენ. მათ შეიძლება უჭირდეთ სუნთქვა ან დროებით შეწყვიტონ სუნთქვა.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ხველის ხანგრძლივი ეპიზოდების გამო:

  • გაქვთ პირღებინება
  • გალურდით ან გაწითლდით
  • გიჭირთ სუნთქვა ან გაქვთ შესამჩნევი პაუზები სუნთქვისას
  • ჩასუნთქვისას გაქვთ დამახასიათებელი ხმა