ყვავილი
დაავადების აღწერა
ყვავილი გადადმები, დამმახინჯებელი და ხშირად ფატალური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ათასწლეულების განმავლობაში ემართებოდათ. ბუნებრივად არსებული ყვავილის 1980 წელში მთლიანად მოისპო მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო გლობალური იმუნიზაციის კამპანიის შედეგად.
ყვავილის ვირუსის ზოგიერთი ნიმუში შენახულია მეცნიერული მიზნებისთვის. ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები ყვავილის ბიოლოგიუტ იარაღად გამოყენების შესახებ.
ყავივილის მკურნალობა შეუძლებელია. ვაქცინა ყვავილის პრევენციას ახდენს, თუმცა ვაქცინის გვერდითი მოვლენების რისკი ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ ვირუსით დაინფიცირების მცირე რისკის მქონე ადამიანებში ვაქციანაცია გამართლებულად ჩაითვალოს.
გამომწვევი მიზეზი
ყვავილი გამოწვეულია ვარიოლა ვირუსის ინფექციით. ვირუსი გადადის:
- პირდაპირი გზით ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსის პირდაპირ გზით ტრანსმისია საჭიროებს საკმაოდ ხანგრძლივ კონტაქტს. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია, როდესაც ინფიცირებული ადამიანის დახველების, დაცემინების ან საუბრის შედეგად ამოტყორცნილ წვეთებს ჩაისუნთქვას ჯანმრთელი ადამიანი.
- არაპირდაპირი გზით. იშვიათ შემთხვევებში, ჰაერში არსებულ ივირუსი ვრცელდება შორს, შესაძლებელია ვენტილაციის სისტემის საშუალებით შენობაში. შედეგად ადამიანების ინფიცირება სხვა სართულებსა და ოთახებშიცაა შესაძლებელი.
- დაბინძურებული ნივთების გზით. ყვავილით დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაბინძურებულ ტანსაცმელთან ან თეთრეულთან კონტაქტის დროსაც. თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია.
- პოტენციურად ტერორიზმის იარაღის გზით. განზრახ ყვავილის გავრცელება შორეული საფრთხეა. თუმც, რადგანაც ვირუსის გათავისუფლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის სწრაფი გავრცლელბა, სახელმწიფო ორგანოები მზადყოფნისთვის რამოდენიმე ზომას იღებენ, მაგალითად იმარაგებენ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინას.
სიმპტომები
ყვავილის პირველი სიმპტომები ინფექციიდან 12-14 დღის შემდგომ ვითარდება. ინკუბაციის პერიოდში, რომელიც 7-17 დღის განმავლობაში გრძელდება, პაციენტი შესაძლოა თავს ჯანმრთელად გრძნობდეს. ამ დროს მას არ შეუძლია დაავადების გადაცემა სხვებზე.
ინკუბაციის პერიოდის შემდგომ ვითარდება გრიპისმაგვარი სიმპტომები:
- სიცხე
- ზოგადი დისკომფორტი
- თავის ტკივილი
- ძლიერი დაღლილობა
- ზურგის ძლიერი ტკივილი
- ღებინება რიგ შემთხვევებში.
რამდენიმე დღის შემდეგ სახის, ხელის მტევნების, წინა მხრის და მოგვიანებით ტანის არეში ჩნდება ბტყელი, წითელი ლაქები. 1-2 დღის შემდგომ ეს დაზიანებები გადაიზრდება გამჭვირვალე სითხით სავსე მუწუკებში. შემდგომ გამჭვირვალე სითხე ჩირქად იქცევა. 8-9 დღის შემდეგ ყალიბდება ფუფხი, რომელიც საბოლოო ჯამში ძვრება და ტოვებს ღრმა, ღრმულიან ნაიარევებს.
დაზიანებები ასევე ვითარდება ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან მემბრანებში, სადაც გარდაიმქნება მუწუკებად, რომლებიც მალევე სკდებიან.