ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულისა და ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლინიკური კონფერენცია 2025

03 მაი, 2025

თბილისში „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულის და ექთნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიურ კლინიკური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია საინტერესო თემებით და გამორჩეული სპიკერებით ორ პარალელურ სესიად ჩატარდა: „ლაბორატორია – უშეცდომო დიაგნოსტიკის გზამკვლევი“და “საექთნო განათლება – განვითარების უწყვეტი გზა”, რომელსაც საექთნო და ლაბორატორიული მიმართულებების ხელმძღვანელები ნონა გოშაძე და ლელა ქაფიანიძე უძღვებოდნენ.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვასაძემ, კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ და თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით თოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და აღნიშნეს, რომ გუნდს ერთობლივი ძალისხმევით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე და წარმატება ელის.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებს ვიდეო-ჩართვით მიმართეს საერთაშორისო აკრედიტაციის (KTQ) და საექთნო განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა. “ჯეო ჰოსპიტალსი განსაკუთრებულად ზრუნავს ექთნების მუდმივ პოსტდიპლომურ განათლებაზე, რაც ძალიან მახარებს. აქ დავინახე  მრავალი შესაძლებლობა ამ კუთხით. მიხარია, რომ ბევრი მოტივირებული ექთანი უკვე მონაწილეობს გადამზადებებსა და ტრენინგებში”,- აღნიშნა მიმართისას ბოხუმის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო აკრედიტაციის KTQ ექსპერტმა ტომას კისინგერმა.

დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებსა  და სიახლეებზე იმსჯელეს, და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულის და ექთნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიურ კლინიკური კონფერენცია “ჯეოჰოსპიტალსი”-ს კლინიკური დეპარტამენტის ორგანიზებით 2023 წლიდან იმართება.  საორგანიზაციო ჯგუფმა  2026 წლის კონფერენციისთვის მზადება უკვე დაიწყო.