გარდაბანში 200-ზე მეტმა ადგილობრივმა სხვადასხვა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაიტარა
გარდაბანში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ჩართულობით მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
,,ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო და ეროვნული პროექტების განხორციელებას ჯანდაცვის მიმართულებით. ამ ეტაპზე გარდაბნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო პირველადი ჯანდაცვის დონეზე ექვსი ინფექციური დაავადების უფასო სკრინინგი”- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ასათიანმა. მისი თქმით სამი დღის განმავლობაში 200-ზე მეტმა ადგილობრივმა მაღალტექნოლოგიური კვლევებით ისარგებლა. მობილური კლინიკა გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალს”-ის ტერიტორიაზე სამი დღის მანძილზე იყო განთავსებული. აქცია გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სრულიად უფასოდ, ტუბერკულოზზე, ჰიპერტენზიაზე, აივ/შიდსზე, c ჰეპატიტზე, დიაბეტზე და კოვიდ 19-ზე სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინა.