დაავადებები

დაავადების აღწერა ვულგარული (ჩვეულებრივი) იქთიოზი არის კანის მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც კანის მკვდარი უჯრედები გროვდება და წარმოქმნის ქერცლებს კანზე. ვულგარული იქთიოზის დროს განვითარებულ ქერცლს თევზის ქერცლს ეძახიან. იგი შეიძლება დაბადებისთანავე არსებობდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ადრეულ ბავშვობაში ჩნდება. ხანდახან ვულგარული იქთიოზის…

დაავადების აღწერა ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი ვითარდება ხანგრძლივი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგიერთი ვარჯიში უკავშირდება თავის ტკივილის განვითარებას, მაგალითად:სირბილი, ჩოგბურთი, ცურვა და სიმძიმეების აწევა. ვარჯიშით გამოწვეულ თავის ტკივილს ექიმები ორ კატეგორიად ყოფენ. პირველადი ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი უვნებელია, არ უკავშირდება…

დაავადების აღწერა ვარჯიშით განპირობებული ასთმის დროს ხდება ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება. შევიწროება იწვევს სუნთვის უკმარისობას, ხიხინს, ხველას და სხვა სიმპტომებს ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ. ვარჯიშით განპირობებულ ასთმას ასევე ვარჯიშით განპირობებულ ბრონქოკონსტრიქციას უწოდებენ. ეს ტერმინუ უფრო ზუსტია, რადგან ვარჯიში იწვევს…

დაავადების აღწერა ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომის დროს, არსებობს ზედმეტი ელექტრული გზა გულის ზედა საკნებსა (წინაგულები) და ქვედა საკნებს (პარკუჭები) შორის, რაც იწვევს გულისცემის აჩქარებას– ტაქიკარდიას. ზედმეტი ელექტრული გზა დაბადებიდან არსებობს და საკმაოდ იშვიათია. ვოლფ–პარკინსონ–უაითის სინდრომი 100 000–დან 4 ადამიანს აქვს. ნებისმიერი ასაკის…

დაავადების აღწერა ვილმსის სიმსივნე არის თირკმლის ბავშვთა ასაკის იშვიათი სიმსივნე. იგი აგრეთვე ცნობილია, როგორც ნეფრობლასტომა. ვილმსის სიმსივნე ყველაზე ხშირად უვითარდებათ 3-4 წლის ბავშვებში. იგი ნაკლებად გვხვდება 5 წლის ასაკის შემდეგ. ვილმსის სიმსივნე ხშირად ვითარდება ცალ თირკმელში, თუმცა ხანდახან იგი შეიძლება…

დაავადების აღწერა ვილსონის დაავადება არის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც სპილენძი ჭარბი რაოდენობით გროვდება ღვიძლში, ტვინში და სხვა ორგანოებში. სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება 12-23 წლის ასაკში. სპილენძი დიდ როლს თამაშობს ნერვების, ძვლების, კოლაგენის და კანის პიგმენტ მელანინის ჩამოყალიბებაში. ნორმაში სპილენძი შეიწოვება…

დაავადების აღწერა ვასკულარული დემენცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო განვითარებულ აზროვნების, მეხსიერების, დაგეგმვის და პროცესების დარღვევას. ვასკულარული დემენცია შეიძლება განვითარდეს ინსულტის შედეგად, თუმცა ინსულტი ყოველთვის არ იწვევს ვასკულარულ დემენციას. გამოიწვევს თუ არა ინსულტი აზროვნების და…

დაავადების აღწერა ვასკულიტი არის სისხლძარღვების ანთება. იგი იწვევს სისხლძარღვების გასქელებას, შესუსტებას, შევიწროვებას და ფიბროზს. ეს ცვლილებები ხელს უშლიან სისხლის დინებას და იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას. არსებობს ვასკულიტების ბევრო ფორმა, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. ვასკულიტმა შეიძლება დააზიანოს მხოლოდ ერთი ორგანო…

დაავადების აღწერა ვაზოვაგალური სინკოპე არის გულის წასვლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ვაზოვაგალური სინკოპეს მაგალითებია სისხლის დანახვაზე ან ემოციური სტრესის დროს გულის წასვლა. ვაზოვაგალური სინკოპეს დროს გულისცემა ნელდება და სისხლის წნევა ვარდება. ეს ამცირებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას რაც იწვევს ცნობიერების ხანმოკლე…

დაავადების აღწერა ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები არიან ინფექციური დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებენ სისხლის შედედების უნარზე. ეს დაავადებები აგრეთვე აზიანებენ სისხლძარღვების კედლებს და იწვევენ შინაგან სისხლდენას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე სიცოცხლისთვის საშიში. ვირუსული ჰემორაგიული ცხელებებია: 
 
 დენგე 
 ებოლა 
…

დაავადების აღწერა ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტის გამო სისხლში ჯანმრთელი ერითროციტების ნაკლებობაა. ვიტამინდეფიციტურანემიასთან დაკავშირებული ვიტამინებია ფოლიუმის მჟავა, B-12 და C ვიტამინი. ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავის, B-12 ვიტამინის და C ვიტამინის ნაკლებობა საკვებში ან ორგანიზმში შეწოვის უნარის…

დაავადების აღწერა ვიტილიგო არის დაავადება, რომელიც იწვევს კანის დეპიგმენტაციას. დეპიგმენტაციის ხარისხი და სიჩქარე ცვალებადია. დაზიანება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის თმაზე, პირის შიგნითა ნაწილზე და თვალებზე. ნორმაში, თვალის, კანის და თვალების ფერს განაპირობებს მელანინი. ვიტილიგო ვითარდება, როდესაც მელანინის…