დაავადებები

დაავადების აღწერა ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზია გულის თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც ნორმაში სიცოცხლის პირველ საათებში დიაგნოსტირდება. ფილტვის არტერიის სარქველის ატრეზიის დროს, ის სარქველი, რომელიც გულიდან ფილტვში სისხლის გადასვლას უზრუნველყოფს, სწორად არ ვითარდება. სარქველის ნაცვლად, რომლის გაღება და დახურვა ასოცირდება სისხლის მიმოქცევასთან,…

დაავადების აღწერა ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვებით. სითხე გროვდება ფილტვის მცირე ზომის ჰაეროვან ბუშტუკებში, რაც ართულებს სუნთქვას. უმეტეს შემთხვევებში, გულის პრობლემები ხდება ფილტვის შეშუპების მიზეზი. სითხე შესაძლოა სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს, როგორიცაა პნევმონია, ტოქსინებისა და მედიკამენტების მოხმარება,…

დაავადების აღწერა ფილტვის ფიბროზი ვითარდება მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილი ზიანდება და ნაწიბუროვანდება. ეს შესქელებული და გამაგრებული ქსოვილი ართულებს ფილტვის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფილტვის ფიბროზის გაუარესების შედეგად პაციენტს სულ უფრო მეტად უჭირს სუნთქვა. ფილტვის ფიბროზთან დაკავშირებულ დანაწიბუროვანებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა…

დაავადების აღწერა ფანტომური ტკივილი ვითარდება, როცა სხეულის ნაწილი (ძირითადად კიდური) ამპუტირებულია, თუმცა პაციენტი გრძნობს ამ ნაწილის ტკივილს. ექიმებს ადრე ეგონათ, რომ ფანტომური ტკივილი პოსტოპერაციული ფსიქოლოგიური მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა ახლა ცნობილია, რომ ტკივილი ნამდვილია და გამოწვეულია ზურგის ტვინისა და თავის…

დაავადების აღწერა ფენილკეტონურია იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ამინომჟავის– ფენილალანინის დაგროვებას ორგანიზმში. ფენილკეტონურია გამოწვეულია გენური დეფექტით. ამ გენის პროდუქტი ფერმენტი ნორმაში მონაწილეობს ფენილალანინის დაშლაში. როცა ფენილალანინის დაშლისათვის აუცილებელი ფერმენტი ორგანიზმში არ არის, ვითარდება ამინომჟავის დაგროვება, განსაკუთრებით ცილებით სავსე საკვების მიღების…

დაავადების აღწერა ფეოქრომოციტომა იშვიათი, ძირითადად კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ყალიბდება თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრალურ ნაწილს. ადამიანის ორგანიზმში ორი თირკმელზედა ჯირკვალია, რომელიც თითოეული თირმკლის თავზეა მოთავსებული. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილს. ფეოქრომოციტომის დროს, თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონს,…

დაავადების აღწერა ფობია ზედმეტი, გადაჭარბებული შიშია საგნის ან სიტუაციის მიმართ, რომელიც სინამდვილეში ნაკლები საფრთხის შემცველია და იწვევს მომატებულ შფოთვას. ადამიანების უმეტესობა ნერვიულობს საპასუხისმგებლო მოვლენის წინ, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა ან გამოცდა, მაგრამ ხანგრძლივი, ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციები ფობიის დროს, ხელს…

დაავადების აღწერა ფალოს ტეტრადა არის იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც გვხვდება გულის ოთხი დეფექტი. ეს დეფექტები აზიანებენ გულის სტრუქტურას და იწვევენ გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში ჟანგბადით ღარიბი სისხლის გადასროლას. ფალოს ტეტრადის მქონე ჩვილებს და ბავშვებს ხშირად აქვთ მოლურჯო კანი, რადგან…

დაავადების აღწერა ფრჩხილის სოკო ხშირი დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს, როგორც თეთრი ან ყვითელი ლაქა ფეხისა და ხელის ფრჩილების წვეროს ქვეშ. სოკოვანი ინფექციის სიღრმისეულად ჩასვლის შემდგომ, სოკო იწვევს ფრჩხილის ფერის შეცვლას, მის შესქელებასა და კიდეების დაფშხვნას. ინფექცია აზიანებს რამოდენიმე ფრჩილს მაგრამ,…

დაავადების აღწერა ფსიქიკური დაავადებები წარმოადგენს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრს. ასეთი ტიპის დაავადებები ზემოქმედებენ ხასიათზე, აზროვნებაზე და ქცევაზე. ფსიქიკური დაავადებების მაგალითები: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, შიზოფრენია, კვებითი აშლილობები და სხვადასხვა სახის დამოკიდებულება. ცხოვრების განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემები ბევრ ადამიანში აღინიშნება. თუმცა მენტალური…

დაავადების აღწერა ფერების ცუდი გარჩევადობა განსხვავდება ფერების აღქმის სრული უუნარობისგან, რაც ძალიან იშვიათია. ფერების ცუდეი გარჩევადობა, როგორც წესი, მემკვიდრული დაავადებაა. მდგომარეობა უფრო ხშირად მამაკაცებშია წარმოდგენილი. ფერების ცუდი გარჩევადობის მქონე პაციენტებს უჭირთ მწვანე და წითელი ფერის ზოგიერთი ჩრდილის განსხვავება ერთმანეთისგან. იშვიათ…