დაავადებები

დაავადების აღწერა რეტინობლასტომა თვალის სიმსივნეა, რომელიც ბადურაზე იწყება. ბადურა თვალის მგრძნობიარე ნაწილია, რომელიც თვალის უკანა ნაწილში მდებარეობს. რეტინობლასტომა ხშირია ბავშვებში, მაგრამ იშვიათად გვხვდება მოზრდილებშიც. ბადურა შედგება ნერვული ქსოვილისაგან, რომელიც აღიქვამს სინათლეს. ბადურა აგზავნის სიგნალებს მხედველობის ნერვის გავლით ტვინში, სადაც სიგნალები…

დაავადების აღწერა რეტროგრადული ეაკულაცია ვითარდება, როცა სპერმა ორგაზმის დროს ადის შარდის ბუშტში, პენისიდან გარეთ გამოყოფის ნაცვლად. შესაძლოა ორგაზმი მაინც განვითარდეს, მაგრამ ეაკულაცია ძალიან მცირე ოდენობის ან საერთოდ არ იქნება. ამ მდგომარეობას ზოგჯერ მშრალ ორგაზმსაც უწოდებენ. რეტროგრადული ეაკულაცია არ არის მავნებელი,…

დაავადების აღწერა რეტის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავის ტვინის განვითარებით პროცესს. დაავადება თითქმის მხოლოდ გოგონებში გვხვდება. რეტის სინდრომით დაავადებული ბავშვების უმეტესობა თავდაპირველად ნორმალურად ვითარდება, მაგრამ სიმპტომები დაახლოებით 6 თვის ასაკში იჩენს თავს. დროთა განმავლობაში, რეტის სინდრომი იწვევს მოძრაობის…

დაავადების აღწერა რადიაციული ავადმყოფობა გამოწვეულია დიდი დოზით დასხივების ეფექტით ორგანიზმზე, რომელიც ძირითადად დროის მცირე პერიოდში ვითარდება– მწვავეა. რადიაციის დოზა– აბსორბციის დოზა განაპირობებს დაზიანებების სიმძიმეს. რადიაციული ავადმყოფობა ცნობილია მწვავე რადიაციული ავადმყოფობის, მწვავე რადიაციული სინდრომის ან რადიაციული მოწამვლის სახელებითაც. ხშირი დაბალდოზიანი დასხივება…

დაავადების აღწერა რამსეი–ჰანტის სინდრომი (ჰერპეს ზოსტერის გამოვლინება ყურზე) ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეი–ჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში. რამსეი–ჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.…

დაავადების აღწერა რეინოს დაავადება იწვევს სხეულის გარვეული ნაწილების, როგორიცაა ხელის თითები ან ფეხის თითები, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებას, სიცივის ან სტრესის პირობებში. რეინოს დაავადების დროს, მცირე ზომის არტერიები, რომლებიც თითებს ამარაგებენ, ვიწროვდებიან და ვითარდება ვაზოსპაზმი. რეინოს დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.…

დაავადების აღწერა რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტს. ეს შეიძლება იყოს: ნაცნობის მედიკამენტის მიღება საკუთარი მიზნებისთვის, პრეპარატის შეყნოსვა ან ინექციები დადებითი შეგრძნებების მისაღწევად. რეცეპტით გაცემული მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება შესაძლოა იყოს ხანგრძლივი, კომპულსიური, მიუხედავად…

დაავადების აღწერა როტავირუსი ახალშობილებსა და ბავშვებში ფაღარათის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ვირუსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სანამ ვაქცინას გამოიგონებდნენ, ბავშვების უმეტესობას როტავირუსული ფაღარათი ერთხელ მაინც ჰქონდა 5 წლის ასაკამდე. როტავირუსული ინფექცია ქმნის დისკომფორტს, მაგრამ საშიში არ არის და ძირითადად მხოლოდ სითხეების მიღებით…

დაავადების აღწერა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი იწვევს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციებს. ის იმდენად ხშირია, რომ თითქმის ყველა ბავშვში გვხვდება 2 წლამდე. ვირუსი ზრდასრულებშიც გვხვდება. მოზრდილებში და უფროსი ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ინფექციის სიმპტომები მსუბუქია და წაგავს ზოგადი გაციების გამოვლინებებს. დისკომფორტის მოსახსნელად…

დაავადების აღწერა როზეოლა ძირითადად მსუბუქი ინფექციაა, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. როზეოლა ზოგჯერ მოზარდებშიც ფიქსირდება. ეს ინფექცია იმდენად ხშირია ბავშვებში, რომ მათი უმეტესობა უკვე დაინფიცირებულია საბავშვო ბაღის ასაკამდე. ჰერპეს ვირუსის ორი გავრცელებული ტიპი იწვევს როზეოლას. ეს მდგომარეობა ტიპიურად იწვევს…

დაავადების აღწერა რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკულიო ანთებითი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, მოქმედებს ხელის მტევნებისა და ტერფების მცირე ზომის სახსრებზე. ოსტეოართრიტისგან განსხვავებით, რევმატოიდული ართრიტი აზიანებს სახსრების ამყოლ ზედაპირს და იწვევს მტკივნეულ შესიებას, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა განაპირობოს ძვლის ეროზია და სახსრის…

დაავადების აღწერა კანზე რქოვანი წანაზარდების– გასქელებული, გამაგრებული ფენების განვითარება წარმოადგენს კანის მცდელობას, თავი დაიცვას ხახუნისა და წნევის ძალების მოქმედებისაგან. კალუსებისა და რქოვანი ფენების განვითარება ყველაზე ხშირია ფეხის თითებსა და ხელის თითებზე. ეს წანაზარდები ვიზუალურად არასასიამოვნოა. თუ ჯანმრთელი ხართ, რქოვანი წანაზარდების…