დაავადებები

დაავადების აღწერა ვარიკოცელე არის სათესლე პარკში არსებული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოცელე ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, რომლებიც ფეხებში გვხვდება. ვარიკოცელე ხშირი მიზეზია სპერმის წარმოქმნისა და ხარისხის დაქვეითების, რაც უშვილობას იწვევს. ყველა ვარიკოცელე არ ზემოქმედებს სპერმის წარმოქმნაზე. ვარიკოცელეები აგრეთვე იწვევენ სათესლე ჯირკვლების ჩამოუყალიბებლობას…

დაავადების აღწერა ვასკულარული დემენცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო განვითარებულ აზროვნების, მეხსიერების, დაგეგმვის და პროცესების დარღვევას. ვასკულარული დემენცია შეიძლება განვითარდეს ინსულტის შედეგად, თუმცა ინსულტი ყოველთვის არ იწვევს ვასკულარულ დემენციას. გამოიწვევს თუ არა ინსულტი აზროვნების და…

დაავადების აღწერა ვასკულიტი არის სისხლძარღვების ანთება. იგი იწვევს სისხლძარღვების გასქელებას, შესუსტებას, შევიწროვებას და ფიბროზს. ეს ცვლილებები ხელს უშლიან სისხლის დინებას და იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას. არსებობს ვასკულიტების ბევრო ფორმა, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. ვასკულიტმა შეიძლება დააზიანოს მხოლოდ ერთი ორგანო…

დაავადების აღწერა ვაზოვაგალური სინკოპე არის გულის წასვლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ვაზოვაგალური სინკოპეს მაგალითებია სისხლის დანახვაზე ან ემოციური სტრესის დროს გულის წასვლა. ვაზოვაგალური სინკოპეს დროს გულისცემა ნელდება და სისხლის წნევა ვარდება. ეს ამცირებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას რაც იწვევს ცნობიერების ხანმოკლე…

დაავადების აღწერა ვაგინალური აგენეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც საშო ბოლომდე განვითარებული არ არის. ამ მდგომარეობას როგორც წესი თან ახლავს სხვა პრობლემებიც, მაგალითად პატარა საშვილოსნოს არსებობა ან საშვილოსნოს არარსებობა. ვაგინალური აგენეზიის სამკურნალოდ შეიძლება დაგჭირდეთ პედიატრებთან, გინეკოლოგებთან და სხვა ექიმებთან ხშირი ვიზიტები.…

დაავადების აღწერა ვარდისფერი პიტირიაზი წარმოადგენს გამონაყარს, რომელიც თავს იჩენს, როგორც დიდი ზომის წრიული ან ოვალური ლაქა მკერდის , მუცლის ან ზურგის არეში. ეს ლაქა შესაძლოა 10 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევდეს. თავდაპირველ, დიდი ზომის ლაქას, როგორც წესი, მოჰყვება მცირე ზომის ლაქები, რმოლებიც…

დაავადების აღწერა ვულვოდინია არის საშოს ხვრელის გარშემო არის (ვულვა) ტკივილი, რომლის მიზეზიც ვერ დგინდება. ვულვოდინიის დროს ტკივილის, წვის შეგრძნების და გაღიზიანების გამო შეიძლება დიდხანს ჯდომაზე და სექსზე ფიქრიც არ გინდოდეთ. მდგომარეობა შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მიმართეთ ექიმს თუ…

დაავადების აღწერა ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. ხშირი მიზეზებია საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია. ვაგინიტი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებამ. ვაგინიტის ყველაზე ხშირი ფორმებია: 
 
 ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ვითარდება საშოში…

დაავადების აღწერა ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების გაფართოებისას. ნებისმიერი ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, თუმცა უფრო ხშირად იგი ქვემო კიდურებში გვხვდება რადგან ფეხზე დგომა და გამართული სიარული ზრდის ზეწოლას ქვემო კიდურების ვენებზე. ბევრ ადამიანში ვარიკოზული და ‘ობობის’ ვენები (ვარიკოზული დაავადების მსუბუქი…

დაავადების აღწერა კონიუქტივიტი არის თვალის შემომსაზღვრელი გამჭვირვალე მემბრანის– კონიუქტივას ანთება, რომელიც ამოფენს როგორც ქუთუთოებს, ასევე თვალის თეთრ ნაწილებს. როცა კონიუქტივაში მდებარე მცირე ზომის სისხლძარღვები ანთებით მდგომარეობაშია, მათი დანახვა იოლია. ეს იწვევს თვალის თეთრი ნაწილების შეწითლებას ან გავარდისფრებას კონიუქტივიტის დროს. კონიუქტივიტი…

დაავადების აღწერა ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება. ვირუსული გასტროენტერიტი ხშირად ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის და დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღების შედეგად. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, დიდი ალბათობით…