დაავადებები

დაავადების აღწერა ნაოჭები ბუნებრივი, ასაკობრივი პროცესის ნაწილია. ყველაზე ხშირად, ნაოჭი ვითარდება მზის გავლენის ქვეშ მყოფ აკანზე: სახეზე, კისერზე, ხელებზე და წინამხრებზე. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა განაპირობებს კანის სტრუქტურას და ხარისხს, მზის გამოსხივება ნაოჭების გაჩენის მთავარი მიზეზია. სხვა ფაქტორები, მაგალითად სიგარეტის…

დაავადების აღწერა ნერვულ ანორექსიას ხშირად მხოლოდ ანორექსიასაც უწოდებენ. ეს კვებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პათოლოგიურად დაბალი სხეულის წონა, წონის მომატების მძაფრი შიში და სხეულის პროპორციების არასწორი აღქმა. ანორექსიით დაავადებულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წონის კონტროლს და იყენებენ ექსტრემალურ ხერხებს დასაკლებად, რაც ხელს…

დაავადების აღწერა ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება ნუშურა ჯირკვლის უჯრედებიდან. გვაქვს ორი ნუშურა ჯირკვალი, რომლებიც მდებარეობენ პირის უკანა ნაწილში და იმუნური სისტემის ნაწილები არიან. ნუშურა ჯირკვლების სიმსივნე ხშირად იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას. ნუშურა ჯირკვლების…

დაავადების აღწერა ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობის ჯანსაღი წითელი უჯრედი, რათა ჟანგბადის გადატანა მოხდეს მთელ სხეულში. ნორმაში, სისხლის წითელი უჯრედი ელასტიური და მრგვალია, რაც მას ადვილად გადაადგილების საშუალებას აძლევს სისხლძარღვებში. ნამგლისებური ანემიის დროს,…

დაავადების აღწერა ნაადრევი გარდატეხის ასაკი ნიშნავს, რომ ბავშვის სხეული მოზრდილი ადამიანის სხეულს იმაზე უფრო ადრე ემსგავსება, ვიდრე ეს ნორმაში უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკი გოგონებში 8 წლამდე, ბიჭებში კი 9 წლამდე, მიიჩნევა ნაადრევად. გარდატეხის ასაკი მოიცავს ზრდის ფაზას, რომლის დროსაც ძვლები…

დაავადების აღწერა ნაადრევი ეაკულაცია ვითარდება, როცა მამაკაცში ეაკულაცია იწყება უფრო ადრე, ვიდრე მას ან მის პარტნიორს ეს სურს. ნაადრევი ეაკულაცია ხშირი ჩივილია. დაახლოებით 3–დან 1 მამაკაცი უჩივის ამ სიმპტომს ცხოვრების განმავლობაში. თუ ნაადრევი ეაკულაცია ხშირი არ არის, მდგომარეობა პრობლემას ძირითადად…

დაავადების აღწერა ნაადრევი მშობიარობა იწყება, როცა რეგულარული შეკუმშვების გამო საშვილოსნოს ყელი იხსნება ორსულობის 37–ე კვირამდე. სრული ორსულობა დაახლოებით 40 კვირას უნდა გაგრძელდეს. თუ ნაადრევი მშობიარობის შეჩერება ვერ ხერხდება, ბავშვი ჩნდება დროზე ადრე. რაც უფრო ნაადრევია ეს პროცესი, მით მეტი რისკია…

დაავადების აღწერა ნერვული სისტემის პარანეოპლაზიური სინდრომები დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც გვხვდება კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტში. ასეთი სინდრომები პარანეოპლაზიური დაავადებების ყველაზე ხშირი ვარიანტებია. პარანეოპლაზიური სინდრომების სხვა ფორმებია: ენდოკრინული, დერმატოლოგიური, ჰემატოლოგიური ან რევმატოლოგიური გამოვლინებები. პარანეოპლაზიური სინდრომები კიბოსთან ასოცირებულ სხვა ხშირ სიმპტომებსაც კარგად ხსნის,…

დაავადების აღწერა ნუნანის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ვლინდება სხეულის რამდენიმე ნაწილის განვითარების შეფერხებით. სინდრომი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს. ხშირი სიმპტომებია: სახის უჩვეულო მოყვანილობა, სიმაღლის ნაკლებობა, გულის დეფექტები, სხვა ფიზიკური პრობლემები და შესაძლო ჩამორჩენა. ნუნანის სინდრომი გამოწვეულია გენეტიკური მუტაციით და ბავშვში მემკვიდრდება…

დაავადების აღწერა ნოროვირუსული ინფექცია შესაძლოა გახდეს უეცარი ღებინებისა და ფაღარათის მიზეზი. ვირუსი ადვილად გადამდებია და ხშირად ვრცელდება საკვებითა და სასმელი წყლით, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით. ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გადადება. ფაღარათი, მუცლის ტკივილი და ღებინება ტიპიურად დაინფიცირების შემდეგ…

დაავადების აღწერა ნეირომიელიტის ოპტიკა, იგივე დევიკის დაავადება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც იწვევს თვალის ნერვებისა და ზურგის ტვინის ანთებასა და შეშუპებას. ნეირომიელიტის ოპტიკა ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა რეაგირებს ნერვული სისტემის თავისივე უჯრედებზე, განსაკუთრებით ოპტიკურ ნერვებზე და ზურგის ტვინზე.…

დაავადების აღწერა ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოდგენს თამბაქოს პროდუქტებზე მიჩვევას ნიკოტიკის შემცველობის გამო. ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს ადამიანი ვერ ეშვება ნიკოტინს, მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერება საზიანოა. ნიკოტინი ავითარებს ფიზიკურ და ხასიათის შემცვლელ ეფექტებს, რომლებიც დროებით სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ეს ეფექტები იწვევენ თამბაქოს ხელახალ…