დაავადებები

დაავადების აღწერა პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა, თავის ტვინის იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს სიარულის, წონასწორობისა და თვალის მოძრაობის სერიოზულ პრობლემებს. დაავადება განპირობებულია იმ უჯრედების ფუნქციის დაქვეითებით, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის მოძრაობასა და აზროვნებას. პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა უარესდება დროთა განამვლობაში და შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის…

დაავადების აღწერა პროლაქტინომა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე(ადენომა) თავის ტვინში არსებულ ჰიპოფიზში წარმოქმნის ჰორმონი პროლაქტინის ჭარბ რაოდენობას. დაავადების მთავარი ეფექტია სქესობრივი ჰორმონების დაქვეითება: ესტროგენი ქალებში და ტესტოსტერონი კაცებში. მიუხედავად იმისა, რომ პროლაქტინომა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მდგომარეობა იწვევს მხედველობის…

დაავადების აღწერა პროსტატის კიბო ყალიბდება მამაკაცის პროსტატაში, რომელიც არის მცირე ზომის ჯირკვალი. პროსტატაში წარმოიქმნება სათესლე სითხე, რომელიც კვებავს და სპერმას და ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას. პროსტატის კიბო მამაკაცებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეა. პროსტატის კიბო, როგორც წესი, ნელ-ნელა ვითარდება და თავდაპირველად…

დაავადების აღწერა პირველადი ალდოსტერონიზმი ჰორმონული დაავადების ფორმაა, რომელიც იწვევს სისხლის მაღალ წნევას. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან სიცოცხლისთვის აუცილებელ ჰორმონებს. ერთ-ერთი ასეტი ჰორმონი არის ალდოსტერონია, რომელიც აწონასწორებს ნატრიუმისა და კალიუმის შემცველობას სისხლში. პირველადი ალდოსტერონიზმის დროს, თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ალდოსტერონს, რაც…

დაავადების აღწერა პირველადი სანაღვლე ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში ნაღვლის სადინარები ნელ-ნელა ნადგურდება. ნაღველი – სითხე, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში, იღებს საკვების მონელებაში მონაწილეობასდა ორგანიზმს ათავისუფლებს სისხლის მკვდარი წითელი უჯრედებისგან, ქოლესტეროლისგან და ტოქსინებისგან. ნაღვლის არხების დაზიანების შედეგად, როგორც პირველადი ციროზის…

დაავადების აღწერა პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ორგანიზმში ინფექციების გავრცელება და ჯანმრთელობიოს სხვა პრობლემების გაჩენა მარტივდება. პირველადი იმუნოდებიციტის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს დაბადებიდანვე არ გააჩნია იმუნური თავდაცვის რომელიმე ნაწილი, რაც მას მოწყვლადს ხდის ზოგიერთი ინფექციისადმი. პირველადი იმუნოდეფიციტის…

დაავადების აღწერა პირველადი გვერდითი სკლეროზი იწვევს ნებითი კუნთების სისუსტეს. სისუსტე წარმოდგენილია, მაგალითად ქვედა კიდურების, მკლავებისა და ენის მაკონტროლებელ კუნთებსი. პირველადი გვერდითი სკლეროზი მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იწვევს კუნთის ნერვული უჯრედების ნელ დაშლას, რის შედეგადაც ვითარდება სისუსტე. პირველადი გვერდითი…

დაავადების აღწერა პოსტ–ტრავმული სტრესული აშლილობა მენტალური მდგომარეობაა, რომელიც გამოწვეულია ადამიანისათვის მძიმე, სტრესული მოვლენით. შეიძლება პაციენტი თავად იყოს მოვლენის მსხვერპლი, ან შეესწროს მას. სიმპტომებია: მოვლენის შესახებ ფიქრები, კოშმარები, შფოთვა. სიმპტომებს პაციენტი ვერ აკონტროლებს. მრავალ ადამიანს, გარკვეულ პერიოდში ახასიათებს ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული…

დაავადების აღწერა პრადერ–ვილის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც თანდაყოლილია და იწვევს რამდენიმე ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით პრობლემას. პრადერ–ვილის სინდრომს ახასიათებს შიმშილის გრძნობის გაძლიერება, რომელიც დაახლოებით 2 წლის ასაკში იწყება. პრადერ–ვილის სინდრომით დაავადებულები ხშირად იკვებებიან, რადგან დანაყრებას ვერ გრძნობენ. ხშირად, რთულდება წონის…

დაავადების აღწერა პრედიაბეტური მდგომარეობის დროს, სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მეტია, თუმცა იმდენად მაღალი არ არის, რომ მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზს შეესაბამებოდეს. ჩარევის გარეშე, პრედიაბეტური მდგომარეობა სავარაუდოდ გადავა დიაბეტში დაახლოებით 10 წელიწადში ან ნაკლებშიც. თუ გაქვთ პრედიაბეტური მდგომარეობა, დიაბეტთან ასოცირებული გრძელვადიანი…

დაავადების აღწერა პრეეკლამფსია ორსულობის გართულებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით, რომელიც ხშირად თირკმელებს მოიცავს. პრეეკლამფსია ძირითადად ორსულობის მე–20 კვირის შემდეგ იწყება, მანამდე წნევა ნორმალურია. არტერიული წნევის მცირედ მატებაც კი შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის ნიშანი. მკურნალობის გარეშე,…

დაავადების აღწერა პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა გულისხმობს სისხლის არტერიული წნევის მცირე მატებას. პრეჰიპერტენზიული მდგომარეობა სავარაუდოდ გადაიზრდება ჰიპერტენზიაში, თუ პაციენტი არ შეცვლის ცხოვრების სტილს (მეტი ვარჯიში, ჯანსაღი კვება). ორივე მდგომარეობა– ჰიპერტენზია და პრეჰიპერტენზია ასოცირებულია ინფარქტის, ინსულტის და გულის უკმარისობის განვითარების მაღალ რისკთან. სისხლის…