დაავადებები

დაავადების აღწერა გულის უეცარი გაჩერება გულისხმობს გულის ფუნქციის, სუნთქვისა და ცნობიერების უეცარ და აუხსნელ დაქვეითებას, შეწყვეტას. გულის უეცარი გაჩერება ძირითადად ელექტრული პროცესების დარღვევის შედეგია, რომლის დროსაც გულის მთავარი, სისხლის გადატუმბვის ფუნქცია, მოშლილია. გულის უეცარი გაჩერება განსხვავდება მიოკარდიუმის ინფარქტისგან, რომლის დროსაც…

დაავადების აღწერა განგრენული პიოდერმია იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს დიდი ზომის, მტკივნეულ წყლულებს კანზე, განსაკუთერბით ქვედა კიდურების არეში. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მიიჩნევენ, რომ მდგომარეობას იმუნური სისტემის პრობლემა იწვევს. ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებში, მაგალითად ანთბითი ნაწლავის დაავადების მქონე ან რევმატოიდული…

დაავადების აღწერა გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის ნერვების დამცავ გარსს(მიელინი). მიელინის დაზიანება იწვევს კომუნიკაციის დარღვევას თავის ტვინსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილებს შორის. შესაძლოა დაქვეითდეს თვითონ ნერვების ფუნქცია და ამ შემთხვევაში მდგომარეობა გამოუსწორებელია. სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია…

დაავადების აღწერა განწყობის აშლილობის დროს, ადამიანის ემოციური მდგომარეობა და ხასიათი არის არეული ან შეუსაბამო გარემოს მიმართ. განწყობის აშლილობის ზოგიერთი მაგალითი: 
 
 დეპრესიული სინდრომი – უკიდურესი მოწყენილობის ხანგრძლივი პერიოდები 
 ბიპოლარული დაავადება. მდგომარეობა ვლინდება ხანგამოშვებითი უკიდურესი მოწყენილობითა(დეპრესია) და უკიდურესი ბედნიერების…

დაავადების აღწერა გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც არანორმალური ცილა(მონოკლონური ცილა, იგივე M ცილა) სისხლში არის წარმოდგენილი. M ცილას წარმოქმნიან პლაზმური უჯრედები – სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპი. გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათია, როგორც წესი, არ იწვევს სიმპტომებს. ზოგიერთ…

დაავადების აღწერა ბავშვებში დუნდულებზე გამონაყარი ერთ-ერთი ფორმაა კანის ანთებისა(დერმატიტი), რომლის დროსაც ბავშვის კანს დუნდულებზე პრიალა წითელის შესახედაობა აქვს. გამონაყარი ხშირად უკავშირდება სველ ან იშვიათად გამოცვლილ საფენებს, კანის ჰიპერმგრძნობელობას და ხშირ ზეწოლას. მდგომარეობა ყველაზე ხშირად ბავშვებში გხვდება, თუმცა გამონაყარი საფენის მატარებელ…

დაავადების აღწერა გლომერულონეფრიტი არის თირკმლის უმცირესი ფილტრების (გლომერულების) ანთება. გლომერულები სისხლიდან იღებენ ზედმეტ სითხეს, ელექტროლიტებს და ნარჩენ პროდუქტებს და გადაადგილებენ მათ შარდში. გლომერულონეფრიტს აგრეთვე უწოდებენ გლომერულულ დაავადებას და იგი შეიძლება იყოს მწვავე (ანთების უეცარი შეტევა) ან ქრონიკული (დროთა განმავლობაში განვითარებული).…

დაავადების აღწერა გოგირდის საცობი ვითარდება მაშინ, როდესაც ყურის გოგირდი(ცერუმენი) გროვდება ყურში და მყარდება იმდენად, რომ მისი ბუნებრივად გამორეცხვა რთულია. ყურის გოგირდი ბუნებრივი ნაწილია ორგანიზმის დამცველობითი სისტემისა. იგი ასუფთავებს, პოხავს და იცავს ყურს არხს მტვრისგან და ბაქტერიების გამრავლებისაგნ. თუ გოგირდის საცობი…

დაავადების აღწერა გარეთა ოტიტი არის ყურის გარეთა არხის ინფექცია, რომელიც გრძელდება დაფის აპკიდან ყურის გარეთა ნაწილებამდე. მას ხშირად იწვევს ცურვის შემდეგ ყურში დაგროვებული წყალი, რომელიც ბაქტერიებს გამრავლების ხელსაყრელ პირობებს უქმნის. თითის ყურში შეყოფა, ყურის საწმენდი ბამბა და ნებისმიერი სხვა საგნის…

დაავადების აღწერა გლაუკომა არის არა მხოლოდ თვალის ერთი დაავადება, არამედ თვალის პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას და მხედველობის შესაძლო დაკარგვას. თვალის შიგნით პათოლოგიურად მაღალი წნევა (თვალშიგა წნევა) ამ დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია. გლაუკომა სიბრმავის ერთერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია…

დაავადების აღწერა გენიტალური ჰერპესი ხშირი სქესობრივად გადამდები ინფექციაა რომელიც ვლინდება როგორც კაცებში ასევე ქალებში. გენიტალური ჰერპესისთვის დამახასიათებელია ტკივილი, ქავილი და წყლულები გენიტალიურ არეში, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება უსიმპტომოდ არსებობდეს. თუ დაინფიცირებული ხართ, წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი გადამდები ხართ. გენიტალურ ჰერპესს…

დაავადების აღწერა გონორეა არის სქესობრივად გადამდები ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება, რომელიც ვლინდება ქალებშიც და კაცებშიც. გონორეა ძირითადად აზიანებს შარდსადენს, სწორ ნაწლავს და ყელს. ქალებში, გონორეა აგრეთვე აზიანებს საშვილოსნოს ყელს. გონორეა ყველაზე ხშირად ვრცელდება სექსით, თუმცა ინფექციის მატარებელი დედის შემთხვევაში ბავშვი…