დაავადებები

დაავადების აღწერა დემენცია არ არის ცალკეული დაავადება. დემენცია სიმპტომთა ჯგუფია, რომელიც აზიანებს მეხსიერებას, ფიქრის უნარს, სოციალურ უნარებს, იმდენად მძიმედ, რომ ადამიანს უჭირს ყოველდღიურად ფუნქციონირება. დემენცია მიანიშნებს თავის ტვინის მინიმუმ ორი ფუნქციის მოშლაზე მაინც. ესენია მეხსიერების უნარი, არასწორი აღქმა ან მეტყველება…

დაავადების აღწერა დერმატოგრაფია “კანზე წერის” სახელით ცნობილი მდგომარეობაა. როცა დერმატოგრაფიით დაავადებული ადამიანი მსუბუქად მოიქავებს კანს, კანი წითლდება და შესივდება ზუსტად შეხების ადგილად. ეს ლაქები ქრება დაახლოებით 30 წუთში. დერმატოგრაფიის მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ პაციენტში იწვევს ინფექცია, ემოციური სტრესი ან მედიკამენტები,…

დაავადების აღწერა გვიანი ძილის ფაზა ორგანიზმის შიდა საათის (ცირკადული რითმი) მოშლის შედეგია, რომლის გამოც ძილის ფაზები იწყება 2 ან მეტი საათის დაგვიანებით. შედეგად, ძილი დგება გვიან და იღვიძებთ გვიან. გვიანი ძილის ფაზა ძილთან დაკავშირებული აშლილობების ერთ–ერთი ვარიანტია. გამომწვევი მიზეზი სიმპტომები

დაავადების აღწერა შაქრიანი დიაბეტი დავაადებათა ჯგუფია, რომლის დროსაც დარღვეულია ორგანიზმის მიერ შაქრის (გლუკოზა) მეტაბოლიზმი. გლუკოზა კუნთისა და ქსოვილების უჯრედული ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე წარმოადგენს თავის ტვინის საკვებ ნივთიერებას. თუ გაქვთ დიაბეტი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის, ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით…

დაავადების აღწერა დერმატომიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ახლავს კუნთის სისუსტე და სპეციფიკური გამონაყარი კანზე. დერმატომიოზიტი მსგავსად ვლინდება მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.მოზრდილებში, მდგომარეობა გამოიხატება 40–60 წლის ასაკში, ხოლო ბავშვებში 5–15 წლის ასაკში. დერმატომიოზიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. დერმატომიოზიტი არ იკურნება, მაგრამ…

დაავადების აღწერა დიაბეტური ჰიპეროსმოლარული სინდრომი მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც სისხლში შაქრის მკვეთრად მაღალი დონე იწვევს. სინდრომი უმეტესად მეორე ტიპის დიაბეტის დროს გვხვდება და ხშირად წინ უძღვის სხვა ავადმყოფობა ან ინფექცია. დიაბეტიური ჰიპეროსმოლარული სინდრომის შედეგად, ორგანიზმი ცდილობს, მოიშოროს ჭარბი შაქარი შარდის მეშვეობით.…

დაავადების აღწერა დელირიუმი მძიმე მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანის მენტალური სტატუსი იცვლება, იგი ვერ აღიქვამს გარემოს ადეკვატურად და დაბნეულია. დელირიუმი შესაძლოა სწრაფად დადგეს, რამდენიმე საათში ან დღეში. დელირიუმი ხშირად სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული, როგორიცაა მძიმე ან ქრონიკული კლინიკური დაავადება, მედიკამენტები, ინფექცია, ქირურგიული…

დაავადების აღწერა დეპრესია ფსიქოლოგიური აშლილობაა, რომელიც იწვევს სევდისა და ინტერესის დაკარგვის პერსისტირებულ სიმპტომებს. დეპრესიას ასევე მძიმე დეპრესიის აშლილობას ან კლინიკურ დეპრესიასაც უწოდებენ. აშლილობა ეხება ადამიანის გრძნობებს, ქცევას და იწვევს მრავალ ემოციური და ფიზიკურ პრობლემას. შესაძლოა გიჭირდეთ ყოველდღიური აქტივობების განხორციელება, დეპრესია…

დაავადების აღწერა დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები რბილი ქსოვილების სიმსივნის ერთ–ერთი იშვიათი ტიპია, რომელიც ძირითადად მუცელში იწყება. დესმოპლასტური მცირე ზომის, მრგვალუჯრედოვანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად ახალგაზრდა კაცებსა და ბიჭებში გვხვდება, თუმცა ფიქსირდება ნებისმიერ ასაკში და ქალებშიც. ეს აგრესიული სიმსივნე ხშირად ქმნის…

დაავადების აღწერა დერმატიტი ზოგადი ტერმინია და ნიშნავს კანის ანთებას. დერმატიტს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. უმეტესად, დერმატიტი შესიებული, მოწითალო გამონაყარით ვლინდება, რომელსაც ახლავს ქავილის შეგრძნება. დაზიანებულ კანზე შესაძლოა გაჩნდეს სითხიანი, ჩირქიანი გამონაყარი, ქერქი და აქერცვლა. დერმატიტის მაგალითებია…

დაავადების აღწერა დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტის მძიმე გართულებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონ–მჟავების დიდი რაოდენობა. დიაბეტური კეტოაციდოზი ორგანიზმიერ მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნის შედეგია. ინსულინი ნორმაში არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, რადგან ეხმარება მას უჯრედებში შესასვლელად. გლუკოზა კი უჯრედული ენერგიის მთავარი წყაროა. ინსულინის…

დაავადების აღწერა თირკმლის კიბო ეწოდება ნებისმიერ კიბოს, რომელიც თირკმლის ქსოვილში იწყება. თირკმელი წყვილი, ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოა, დაახლოებით ადამიანის მუშტის ზომის. თირკმელები მუცლის ორგანოების უკან მდებარეობს, თითო თირკმელი ხერხემლის ცალ მხარეს. მოზრდილებში, თირკმლის კიბოს ყველაზე ხშირი ტიპი თირკმლის უჯრედოვანი კარცინომაა.…