დაავადებები

დაავადების აღწერა ნარკოლეფსია ძილის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დღის განმავლობაში ძილიანობით და ძილის უცაბედი შეტევებით. ნარკოლეფსიის მქონე ადამიანებს უჭირთ ფხიზელ მდგომარეობაში ხანგრძლივად გაძლება მიუხედავად გარემოებებისა. ნარკოლეფსია ყოველდღიურობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ზოგიერთ ადამიანს მცდარად მიაჩნია, რომ ნარკოლეფსია დაკავშირებულია დეპრესიასთან, გულყრებთან, გულის…

დაავადების აღწერა ნეფროგენული სისტემური ფიბროზი იშვიათი დაავადებაა, რომელიც გვხვდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით დიალიზზე მყოფ ადამიანებში. დაავადება იწვევს კანზე გასქელებულ, გამაგრებულ ლაქებს. ნეფროგენული სისტემური ფიბროზი ასევე ეხება შინაგან ორგანოებს, მაგალითად გულს, თირკმელებსა და ფილტვებს. დაავადება ასევე იწვევს კუნთებისა…

დაავადების აღწერა ნეფროზული სინდრომი თირკმლის დაავადებაა, რომლის დროსაც შარდში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ცილა. ნეფროზული სინდრომი ძირითადად თირკმლის მცირე ზომის სისხლძარღვების დაზიანების შედეგია. ეს სისხლძარღვები ნორმაში ფილტრავენ და გამოყოფენ ცხოველქმედების პროდუქტებს სისხლიდან. ნეფროზული სინდრომი იწვევს შეშუპებას (ედემა), განსაკუთრებით ფეხებსა და კოჭებში.…

დაავადების აღწერა ნეირობლასტომა კიბოა, რომელიც ვითარდება ნერვის უმწიფარი უჯრედებიდან, რომლებიც მდებარეობს სხეულის რამდენიმე ნაწილში. ნეირობლასტომა ყველაზე ხშირად ვითარდება თირკმელზედა ჯირკვალში, რომელსაც ნერვული უჯრედების მსგავსი აგებულება აქვს. ნეირობლასტომა მუცლის ღრუში, გულმკერდში, კისერში, ხერხემლის გარშემო შესაძლოა განვითარდეს, სადაც ეს ნერვული უჯრედები არსებობს.…

დაავადების აღწერა ნეიროდერმატიტი თავს იჩენს, როგორც ქავილის გამომწვევი ლაქა კანზე. თუმცა მოფხანვა ქავილს კიდევ უფრო აძლიერებს. საბოლოო ჯამში ადამიანი არანორმალურად იფხანს კანს. ქრონიკული ქავილისა და ფხანის ციკლი იწვევს კანის შესქელებას. ნეიროდერმატიტი, იგივე მარტივი ქრონიკული ლიქენი, არ არის სერიოზული დაავადება, თუმცა…

დაავადების აღწერა ნეიროენდოკრინული სიმსივნეები არანორმალური წანაზარდებია, რომლებიც ყალიბდებიან სპეციალიზებულ უჯრედებში – ნეორიენდოკრინულ უჯრედებში. ამ უჯრედებს ნერვული და ჰორმონების წარმომქმნელი უჯრედების მსგავსი თვისებები აქვთ. ნეიროენდოკრინული სიმსივნეები იშვიათია და სხეულის ნებისმიერ წერტილში შესაძლოა განვითარდეს. ასეთ ისიმსივნეების უმრავლესობა გვხვდება ფილტვებში, ჭია ნაწლავში, წვრილ…

დაავადების აღწერა ნეიროფიბრომატოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც აზიანებს უჯრედების ზრდას ნერვულ სისტემაში. შედეგად ნერვულ ქსოვილებში ვითარდება სიმსივნეები. ასეთი სიმსივნები ნერვული სისტემის ნებისმიერ წერტილში შეიძლება ჩამოყალიბდეს, მათ შორის: თავის ტვინში, ზრუგის ტვინსა და ნერვებში. ნეიროფიბრომატოზის დიაგნოზი, როგორც წესი, ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში ისმება.…

დაავადების აღწერა ნეირომიელიტის ოპტიკა, იგივე დევიკის დაავადება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც იწვევს თვალის ნერვებისა და ზურგის ტვინის ანთებასა და შეშუპებას. ნეირომიელიტის ოპტიკა ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა რეაგირებს ნერვული სისტემის თავისივე უჯრედებზე, განსაკუთრებით ოპტიკურ ნერვებზე და ზურგის ტვინზე.…

დაავადების აღწერა ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოდგენს თამბაქოს პროდუქტებზე მიჩვევას ნიკოტიკის შემცველობის გამო. ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს ადამიანი ვერ ეშვება ნიკოტინს, მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერება საზიანოა. ნიკოტინი ავითარებს ფიზიკურ და ხასიათის შემცვლელ ეფექტებს, რომლებიც დროებით სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ეს ეფექტები იწვევენ თამბაქოს ხელახალ…

დაავადების აღწერა ნაეგლერიის ინფექცია თავის ტვინის იშვიათი და ფატალური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტბებში, მდინარეებში და წყაროებში მობინადრე არსება. ამებასთან კონტაქტი შესაძლებელია ცურვის დროს ან წყლის სპორტებში მონაწილეობისას. ამება ცხვირის ღრუს საშუალებით ადის თავის ტვინში და იწვევს სერიოზულ დაზიანებას. ნაეგლერიის ინფექციის…

დაავადების აღწერა ნაყოფის სპონტანური მოშლა ეწოდება ორსულობის შეწყვეტას მეოცე კვირამდე. ორსულობების 10–20% მოშლით სრულდება. რეალური მაჩვენებელი ალბათ კიდევ უფრო მაღალია, რადგან ზოგჯერ მოშლა ორსულობის ისეთ ნაადრევ ეტაპზე ხდება, რომ ქალი ორსულობის შეწყვეტას ვერც კი ამჩნევს. ნაყოფის მოშლა ზოგადი ტერმინია და…

დაავადების აღწერა ნაწლავთა ინვაგინაცია არის სერიოზული პათოლოგია, რომლის დროსაც ნაწლავის ერთი მარყუჟი ინერგება მეორეში. ეს ხშირად იწვევს გაუვალობას. ნაწლავთა ინვაგინაცია აგრეთვე უწყვიტავს სისხლის მიმოქცევას ნაწლავის დაზიანებულ არეს. ნაწლავთა ინვაგინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაგლეჯა (პერფორაცია), ინფექცია და ნაწლავის ქსოვილის სიკვდილი. ნაწლავთა…