დაავადებები

დაავადების აღწერა მოზრდილთა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ფსიქიატრიული მდგომარეობაა, რომელიც გამოიხატება კონცენტრირების უნარის დაქვეითებითა და ჰიპერაქტიური, იმპულსური ქცევით. სიმპტომები ხშირად დაბრკოლებებს უქმნის პაციენტს, როგორიცაა არასტაბილური ურთიერთობები, წარუმატებლობა სკოლაში ან სამსახურში, დაბალი თვითშეფასება. ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ყოველთვის ბავშვობაში იწყება, თუმცა შესაძლოა მისი…

დაავადების აღწერა ადრენოლეიკოდისტროფია მემკვიდრეობითი (გენეტიკური) დაავადებაა, რომელიც ნერვების შემომსაზღვრელ მემბრანას (მიელინის ფენა) აზიანებს. ადრენოლეიკოდისტროფიის დროს, ორგანიზმი ვერ შლის გრძელჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რის გამოც ცხიმოვანი მჟავები გროვდება ტვინში, პერიფერიულ ნერვულ სისტემასა და თირკმელზედა ჯირკვალში. გამომწვევი მიზეზი სიმპტომები

დაავადების აღწერა სიმსივნე წარმოიქმნება მცირე ზომის, სამკუთხედის ფორმის ჯირკვლებში თირკმელების ზემოთ. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილზე ახდენენ ზეგავლენას. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე ხშირად აგრესიულია. ადრეული დიაგნოზის შემთხვევაში იგი განკურნებადია, თუმცა თუ სიმსივნე გავრცელდა სხვა ორგანოებზეც,…

დაავადების აღწერა ადნექსალური სიმსივნეები წარმონაქმნთა ის ჯგუფია, რომელიც საშვილოსნოს მიმდებარე ორგანოებსა და შემაერთებელ ქსოვილებში ვითარდება. ასეთი წარმონაქმნები ძირითადად კეთილთვისებიანია, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ავთვისებიანი სიმსივნეებიც. ადნექსალური მასები გვხვდება: 
 
 საკვერცხეებში 
 ფალოპის მილაკებში 
 საკვერცხეებისა და ფალოპის მილაკების ირგვლივ მდებარე…

დაავადების აღწერა პრობლემები სამსახურში, სკოლის შეცვლა, ავადმყოფობა– ეს იმ მოვლენათა მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. უმრავლეს შემთხვევებში, ადამიანები ამ ცვლილებებს რამდენიმე თვეში მაინც ეგუებიან, მაგრამ თუ შეგუებითი რეაქცია დაქვეითებულია, შესაძლოა ამ ფსიქიატრიულ პრობლემას წავაწყდეთ. შეგუებითი რეაქციების მოშლილობა სტრესთან დაკავშირებული…

დაავადების აღწერა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი, პათოლოგიური განადგურება. ამ პროცესის დაწყების შემდეგ, დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედები თირკმელების საფილტრაციო სისტემაში იჭედებიან, რითაც შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიონ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის უმეტესობა ვლინდება…

დაავადების აღწერა კრუპს იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლის დროსაც ობსტრუქციის გამო ძნელდება სუნთქვა და ვითარდება უჩვეულო ხმიანობის (მყეფარე) ხველა. ხველა და სხვა სიმპტომები სახმო იოგების, ტრაქეისა და ბრონქების გარშემო არსებული ანთებითი რეაქციის შედეგია. როცა ხველა იწვევს ჰაერის…

დაავადების აღწერა კისტური ფიბროზი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, რომელიც იწვევს ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაზიანებას. კისტური ფიბროზი მემკვიდრეობითი დაავადებაა და აზიანებს ლორწოს წარმომქმნელ, ოფლის წარმომქმნელ და მომნელებელი წვენების გამომყოფ უჯრედებს. ეს გამოყოფილი სითხეები ნორმაში თხელია, ხოლო კისტური ფიბროზის დროს,…

დაავადების აღწერა აბსენს გულყრები გონების მოკლე, უცაბედი დაკარგვაა. უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. როდესაც ადამიანს აბსენს გულყრა აქვს, შეიძლება გეგონოთ რომ უაზროდ აშტერდება რაღაც სივრცეს რამდენიმე წამის განმავლობაში. ასეთი ტიპის გულყრები ძირითადად არ იწვევს ფიზიკურ დაზიანებას. აბსენს გულყრები ანტიეპილეფსიური…

დაავადების აღწერა შავი აკანტოზი კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს შავი, ხავერდისებრი კანის შეცვლა სხეულს ნაკეცებსა და მოხრილ რეგიონებში. კანი სქელდება და უსიამოვნო სუნი აქვს. ყველაზე ხშირად, შავი აკანტოზი გვხვდება იღლიებში, საზარდულსა და კისერში. კანის ასეთი პათოლოგიები ძირითადად ჭარბწონიან და დიაბეტით დაავადებულ…

დაავადების აღწერა აქალაზია იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც საყლაპავიდან საკვები და სითხეები ძნელად გადადის კუჭში. აქალაზიის დროს საყლაპავი კარგავს უნარს, ჩაიტანოს საკვები კუჭისაკენ, ხოლო კუნთოვანი სარქველი კუჭსა და საყლაპავს შორის ვერ ახდენს რელაქსაციას და არ ატარებს საკვებს. ამ პრობლემის მიზეზი საყლაპავის…

დაავადების აღწერა აკუსტიკური ნეირომა იშვიათი, კეთილთვისებიანი და ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება შიდა ყურიდან ტვინში მიმავალ მთავარ ნერვზე. ან ნერვის ტოტები სმენისა და ბალანსის უნარებზე მოქმედებენ, ამიტომ ნეირომის მიერ გამოწვეული დაწოლა შესაძლოა სმენის დაკარგვასა და ბალანსის დარღვევებში გადაიზარდოს. 
  …