დაავადებები

დაავადების აღწერა ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. ხშირი მიზეზებია საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია. ვაგინიტი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებამ. ვაგინიტის ყველაზე ხშირი ფორმებია: 
 
 ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ვითარდება საშოში…

დაავადების აღწერა შარდის ბუშტის კენჭები მინერალების მყარი მასებია. კენჭების წარმოქმნა უკავშირდება შარდის ზედმეტად კონცენტრირებულ მდგომარეობას, რაც მინერალების კრისტალიზირებას უწყობს ხელს. კონცენტრირებული, დაყოვნებული შარდი ხშირად ბუშტის დაცლის უნარის დაქვეითების შედეგია. 
 კენჭები შარდის ბუშტში, რომლებიც არ იწვევენ სიმპტომებს, შესაძლოა სხვა გამოკვლევის…

დაავადების აღწერა ეპიდიდიმიტი სათესლის უკანა ნაწილში არსებული დავეული მილის(ეპიდიდიმისის) ანთებას ნიშნავს. ეპიდიდიმისი ინახავს და ატარებს სპერმას. ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შესაძლოა განუვითარდეს ეპიდიდიმიტი. ეპიდიდიმიტის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, მათ შორის სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა გონორეა და ქლამიდია. ზოგჯერ, შესაძლოა თანდართული…

დაავადების აღწერა პროსტატიტი წარმოადგენს ანთებას და შესიებას პროსტატის ჯირკვალში. პროსტატა კაკლის ზომის ჯირკვალია, რომელიც მამაკაცებში ზუსტად შარდის ბუშტის ქვეშაა მოთავსებული. პროსტატის ჯირკვალი წარმოქმნის სითხეს, რომელიც კვებავს სპერმას და ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას. პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ და გაძნელებულ შარდვას. პროსტატიტის…

დაავადების აღწერა სათესლის შემოგრეხა ვითარდება როდესაც სათესლის მოძრაობის გამო სათესლე ბაგირაკი იხლართება. სათესლე ბაგირაკი სათესლეს სისხლით ამარაგებს, რის გამოც მისი შემოგრეხა იწვევს უეცარ, მწვავე ტკივილს და შეშუპებას. სათესლის შემოგრეხა ყველაზე ხშირია 12-16 წლის ასაკში, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს,…

დაავადების აღწერა საშარდე გზების ინფექცია არის ინფექცია, რომელიც ვითარდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში. საშარდე სისტემა შედგება თირკმლებისგან, შარდსაწვეთებისგან, შარდის ბუშტისგან და შარდსადენისგან. ინფექციების უმეტესობა ქვემო საშარდე გზებში (შარდის ბუშტი და შარდსადენი) ვითარდება. ქალებს საშარდე გზების ინფექციის უფრო დიდი რისკი აქვთ.…

დაავადების აღწერა ქლამიდია ხშირი სქესობრივად გადამდები ინფექციაა. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ქლამიდია გაქვთ, რადგან პაციენტების დიდი ნაწილი სიმპტომებსა და ნიშნებს (ტკივილი გენიტალიებში და გამონადენი ვაგინიდან ან პენისიდან) არ ავლენს. ქლამიდია ვრცელდება ქალებშიც და კაცებშიც და გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა…

დაავადების აღწერა გონორეა არის სქესობრივად გადამდები ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება, რომელიც ვლინდება ქალებშიც და კაცებშიც. გონორეა ძირითადად აზიანებს შარდსადენს, სწორ ნაწლავს და ყელს. ქალებში, გონორეა აგრეთვე აზიანებს საშვილოსნოს ყელს. გონორეა ყველაზე ხშირად ვრცელდება სექსით, თუმცა ინფექციის მატარებელი დედის შემთხვევაში ბავშვი…

დაავადების აღწერა ორქიტი წარმოადგენს ერთი ან ორივე სათესლის ანთებას. დაავადება, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან ყბაყურის ვირუსით. ბაქტერიულ ორქიტს იწვევს სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა გონორეა და ქლამიდია. ბაქტერიულ ორქიტს ხშირად განაპირობებს ეპიდიდიმიტი, დახვეული მილის(ეპიდიდიმისი) ანთება სათესლის უკანა ნაწილში. ეპიდიდიმისი…

დაავადების აღწერა კვირისტავის შიგნით მდებარე ხრტილოვანი ქსოვილი ბუნებრივად იცავს მუხლს დაზიანებისაგან და ანაწილებს დატვირთვას. ზედმეტი გამოყენება, დაზიანება ან სხვა ფაქტორები იწვევენ კვირისტავის ხრტილის ქონდრომალაციას, რაც ნიშნავს ამ ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას. უფრო სწორი ტერმინი პატელო–ფემორალური ტკივილის სინდრომია. ყველაზე ხშირი სიმპტომი მუხლის…

დაავადების აღწერა კვირისტავის მყესის ანთება ნიშნავს კვირისტავისა და წვივის დიდი ძვლის დამაკავშირებელი მყესის დაზიანებას. ეს მყესი მოქმედებს კუნთებთან ერთად, რათა მუხლი გაიშალოს დარტყმის, სირბილის ან ხტუნვის დროს. კვირისტავის მყესის ანთება, იგივე “მხტუნავის მუხლი”, ხშირია ათლეტებში, რომელთაც ხშირად ხტუნვა უხდებათ. ასეთი…

დაავადების აღწერა მენისკის გაგლეჯა არის მუხლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაზიანება. მენისკის გაგლეჯა შეუძლია ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც იწვევს მუხლის შემობრუნებას, განსაკუთრებით სრული წონით ზეწოლისას. თითოეულ მუხლს აქვს ორი მენისკი. იგი მდებარეობს ბარძაყისა და წვივის ძვლებს შორის. მენისკის გაგლეჯა იწვევს ტკივილს, შეშუპებას…