გასუქებისადმი გენეტიკურად მიდრეკილ ბავშვებს აქვთ უფრო ძლიერი მოთხოვნა სწრაფი კვების პროდუქტებზე

24 მაი, 2022

   ადამიანს აქვს გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ცხიმოვანი მასის განვითარებას და სიმსუქნისადმი მიდრეკილებას. ბავშვებს აღნიშნული გენებით აქვთ სიმსუქნის მაღალი გენეტიკური რისკი და მიდრეკილი არიან გასუქებისადმი. აღმოჩნდა, რომ ეს გენები განსაზღვრავს არა მხოლოდ ბავშვის დიდ მასას, ასევე განაპირობებს მის უფრო დაჟინებულ მოთხოვნას სწრაფი კვების პროდუქტებისადმი. სწრაფი კვების ობიექტის დანახვისას, ამ ბავშვებში ტვინის შესაბამისი ცენტრების აქტივობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე იმ ბავშვებისა, რომლებსაც ეს გენები არ აქვთ. ბავშვები, სიმსუქნის მაღალი გენეტიკური რისკით უპირატესობას ანიჭებენ არაჯანსაღ საკვებს.