იოდის შემცველი საკვები
იოდი ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია. ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება, ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. იოდის ნაკლებობა ორგანიზმში ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების.
რომელი პროდუქტებით უნდა გავამდიდროთ რაციონი იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის?
იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, ბევრია იოდი თევზის ქონშიც. იოდი უმნიშვნელო ოდენობით არის ხილსა და ბოსტნეულში. შედარებით მეტია კვერცხში,რძის ნაწარმში და ხორცში.