“ჯეო ჰოსპიტალს”-ის ზესტაფონისა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის პროგრამა დაიწყო
ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და დროული მართვის მიზნით გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალს”ის სამედიცინო ცენტრში 1 აპრილიდან ორგანიზმში რკინის შემცველობის დონის დადგენის მიზნით კვლევები დაიწყო. პროგრამის მიზანია ტყვიის დონის მატების დროული გამოვლენა და შემთხვევების ეფექტური მართვა, ტყვიის დამაზიანებელი ზემოქმედების დროულად თავიდან აცილება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაეწევათ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც სათანადო სამედიცინო ჩვენება აქვთ. კვლევის შედეგად ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით, ასევე გამოკვლეული იქნება ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა ასაკიც არ აღემატება 18 წელს ან ორსულია. ეს მომსახურებაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იფარება.
“ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ ბავშვებში ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს, შეიმჩნევა განვითარების, მეტყველების დასწავლის უნარების შეფერხება. ახასიათებს ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი, ეს იმ სიმპტომთა ჩამონათვალია, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა ორგანიზმში ტყვიის მომატებული შემცველობა იყოს” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა დეა ცაბუტაშვილმა.
მისივე განმარტებით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტყვია სისხლში დასაშვებ ნორმას მაინც აღემატება და დროული ჩარევა ეფექტური პრევენციაა სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარების ან მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.
“სისხლში ტყვიის 5 მგკ/დლ დონის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია შემდგომი კვლევები და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება, ასეთი მაჩვენებლის შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი ტესტირება 3 თვის ინტერვალით” – აღნიშნა ცაბუტაშვილმა.
პროგრამა 1 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ” ჯეო ჰოსპიტალს”-ის ქსელის ფარგლებში ტყვიის სკრინინგში აქტიურად არის ჩართული, ასევე, ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრიც, რომელიც ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ მომსახურებას სთავაზობს.
———————————————————————————–
დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია. რაც შეეხება მის წყაროებს, ტყვია გვხდება საღებავში, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ, ჰაერში, ნიადაგსა და რიგ შემთხვევაში სათამაშოებსი, საკვებსა და ნიადაგშიც.
ტყვია -მძიმე მეტალია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე, დაბადების შემდგომ. საერთაშორისო კვლევების შესაბამისად ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%. განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება.