ჯეო ჰოსპიტალსი ,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო

06 ოქტ, 2021

,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წელსაც უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.  

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში “ჯეო ჰოსპიტალს”-ის  რეგიონალურ სამედიცინო ცენტრებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული კვლევები ათასობით მსურველისთვის უფასოდ განხორციელდება.

ერთობლივი საქველმოქმედო აქცია  ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან” პარტნიორობით და კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. 8-31 ოქტომბრის პერიოდში საქართველოს 10 რეგიონში მოსახლეობას შეუძლია მიიღოს შემდეგი სამედიცინო სერვისები და უფასო კვლევები:

მკერდის ულტრაბგერით გამოკვლევა;  
მამოლოგის კონსულტაცია;  
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევა;  
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 

პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ცხელი ხაზის მეშვეობით: 2 500 001

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრებში, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს აღნიშნული კვლევების ჩატარება შეეძლებათ: ბორჯომში, გარდაბანში, ჭიათურასა და ზესტაფონში.