მაია ხომერიკის ხელმძღვანელობით  DRG დაფინანსების სისტემის  ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით  სამედიცინო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნით  ტრენინგების სერია გრძელდება 

20 დეკ, 2022

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით, დაფინანსების მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებული  საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს ჯანდაცვის ასოციაციის  წევრი კლინიკების წარმომადგენლებმა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე , ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი , რომელსაც ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ საოპერაციო დირექტორი მაია ხომერიკი და აკაკი ზოიძე უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს , რომელიც კლინიკებს ახალი სისტემის სწორად დანერგვასა და მართვაში დაეხმარება.„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების  (DRG) დაფინანსების მოდელი მნიშვნელოვან მახასიათებლებს მოიცავს  , ამიტომ  DRG დაფინანსების ფარგლებში ხარჯებისა და ხარისხის კონტროლის სწორად დანერგვა ,    სამედიცინო დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მითუმეტეს როცა ახალი სისტემა სატეტსტო რეჯიმში მოქმედებს .“-აღნიშნა მაია ხომერიკმა , რომლის თქმითაც სწორად სამ  თვიან პერიოდში მიღებული სურათი და სწორი ანალიზი განაპირობებს    (DRG) დაფინანსების მოდელის ეფექტორობას საქართველოსთვის.

ტრენინგის ფარგლებში  განიხილეს შემდეგი საკითხები: რა არის დრჯ სისტემა და როგორ მუშაობს ის სხვა ქვეყნებში; Nordic DRG (საქართველოში ამოქმედებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ჩარჩო/საფუძველი) ლოგიკის ძირითადი მახასიათებლები; კლინიკური კოდირების ძირითადი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის გზები; დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები; DRG დაფინანსების ფარგლებში ხარჯებისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში/საავადმყოფოებში;

კოდირების ხარისხის და შემთხვევების ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე,  ჯეო ჰოსპიტალსის საოპერაციო დირექტორი მაია ხომერიკი, პარალელურ რეჯიმში საყოველთაო ჯანდაცვის და DRG-ექსპერტის რანგში  , აქტიურად განაგრძობს ტრენინგების სერიას ,საქართველოში DRG დაფინანსების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევებისა  და პრაქტიკული უნარჩვევების შესახებ.