რატომ და როდის არის რეკომენდირებული ტონზილექტომიის (გლანდების ამოკვეთა) და ასევე ადენოიდექტომიის გაკეთება?

24 მაი, 2022

ტონზილები არის ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს ყელში, ხოლო ადენოიდები ლოკალიზებულია ცხვირის უკან, ფუნქციონირებენ ერთად და იცავენ ორგანიზმს ინფექციისგან. ისინი ფილტრავენ ჰაერს, ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან. ვინაიდან ისინი ასრულებენ ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ორგანიზმისთვის, არიან ყველაზე ხშირად დაზიანებული. მას შემდეგ რაც მოხდება მათი დაზიანება, უკვე თვითონ ხდებიან ორგანიზმისთვის საზიანო, თუ არ მოხდა მათი მოშორება. ტონზილექტომია და ადენოიდექტომია არის ყველაზე გავრცელებული ოპერაციული ჩარევა პედიატრიულ ქირურგიაში.

   რა პრობლემებს იწვევს გადიდებული და ინფიცირებული ტონზილები და ადენოიდები:

 1. აზიანებენ ბავშვის ძილს – ზოგჯერ ხდება მათი ზომაში იმდენად გაზრდა, რომ აფერხებენ სუნთქვას, განსაკუთრებით ეს ხდება ღამის საათებში და იწვევს ძილის აპნეას (ხანმოკლე ეპიზოდები, სუნთქვის გაჩერების ძილის დროს). იწვევს ხვრინვას, მოუსვენარ ძილს, ოფლიანობას, დაღლილობას, ცუდი ძილი მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და გუნება-განწყობაზე.

 2. იწვევენ ყელის განმეორებით ინფექციურ დაავადებებს. როგორც ზემოთ ავღნიშეთ, ტონზილები ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიების და ვირუსების მოშორებაში, არიან პირველ ხაზზე, მაგრამ ზოგჯერ თვითონ არიან ინფიცირებული და განადგურებული და წარმოადგენენ ორგანიზმისთვის ინფექციის წყაროს.

   ხშირი ინფექცია ნიშნავს: 

  •  6-7 ეპიზოდი წელიწადში
  •  მინიმუმ 5 ეპიზოდი წელიწადში ბოლო 2 თანმიმდევრული წლის განმავლობაში
  •  3 და მეტი ეპოზოდი წელიწადში ბოლო 3 თანმიმდევრული წლის განმავლობაში.

როდის არის ტონზილექტომიის (გლანდების ამოკვეთა) და ადენოიდექტომიის გაკეთება აუცილებელი? ამოკვეთის მთავარი მიზეზი არის სასუნთქი გზების ობსტრუქცია და ხშირი ყელის ინფექციური დაავადებები.

ბავშვები, რომლებიც არიან 3 წელზე მეტის საჭიროებენ ორივეს ამოკვეთას, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში კეთდება ჩვეულებრივ მხოლოდ ადენოიდექტომია.

https://health.clevelandclinic.org/2016/09/adenoids-tonsils-stay-go