7 ძირითადი საკვები, რომელიც დაგიცავთ დეჰიდრატაციისგან და შიმშილისგან

24 მაი, 2022
ზაფხულის პერიოდში აუცილებელია სითხის მიღება, რათა თავი დაიცვათ დეჰიდრატაციისგან.

  • კიტრის 95%-ს შეადგენს წყალი. კიტრი ასევე ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
  • ნიახური შეიცავს K ვიტამინს, კალიუმს. მისი შემადგენლობის 95% წყალია.
  • სალათის ფოთლების 91%-ს შეადგენს წყალი.
  • ყაბაყი მდიდარია წყლის შემცველობით, ასევე შეიცავს ბეტა კაროტინს, გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. აუმჯობესებს მხედველობას.
  • საზამთროს 91%-ს შეადგენს წყალი. ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, იცავს კანს მზის სხივებით გამოწვეული დაზიანებისგან.
  • მარწყვის 91%-ს შეადგენს წყალი. მარწყვი მდიდარია ფლავონოიდებით, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
  • ყვავილოვანი კომბოსტოს 92%-ს შეადგენს წყალი. მდიდარია C და K ვიტამინებით.