ინვესტიცია, რომელმაც ახალი შესაძლებლობები შექმნა – “ჯეო ჰოსპიტალსი” სამტრედიაში კარდიოლოგიას აძლიერებს

14 მაი, 2026

ახალი აპარატურა, კათეტერიზაციის ლაბორატორია და გაფართოებული სერვისები პაციენტებისთვის – ქსელი აგრძელებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

“ჯეო ჰოსპიტალსი”, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და მასშტაბური ჯანდაცვის ქსელი საქართველოში, აგრძელებს განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვას. კომპანიის სტრატეგია ეფუძნება უწყვეტ პროგრესს, ინოვაციას და პაციენტზე ორიენტირებული, კომფორტული გარემოს შექმნას.

ქსელის მასშტაბით განხორციელებული მორიგი ინვესტიციის ფარგლებში, სამტრედიის კლინიკაში მნიშვნელოვნად განახლდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა და გაძლიერდა კარდიოლოგიური მიმართულება, რაც პაციენტებისთვის ქმნის ახალ, გაფართოებულ შესაძლებლობებს.

ახლა უკვე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე სტანდარტების კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი დონის აპარატურით და სადაც მუშაობს გამოცდილი და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სამედიცინო გუნდი. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვნად აძლიერებს როგორც დიაგნოსტიკური, ისე ინტერვენციული კარდიოლოგიური სერვისების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.

ინვაზიური დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურები ტარდება უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხოებას, სიზუსტეს და მაღალ ეფექტიანობას. გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში პაციენტებს შესაძლებელია ჩაუტარდეთ სხვადასხვა დიაგნოსტიკური და ინტერვენციული სამკურნალო პროცედურები: კორონაროგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, შუნტოგრაფია, კორონარული ანგიოპლასტიკა, თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია, ზედა და ქვედა კიდურების ანგიოგრაფია, ასევე „კავა ფილტრის“ იმპლანტაცია. თანამედროვე კარდიოლოგიაში გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიჩნეული კორონაროგრაფია და ანგიოპლასტიკა კლინიკაში უკვე 24/7 რეჟიმში ხორციელდება. ყოველწლიურად ტარდება 2000-მდე კორონაროგრაფია და 1000-მდე ანგიოპლასტიკა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიმართულების სიძლიერესა და გუნდის პროფესიონალიზმს.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი ვასაძე: „ჩვენთვის პრიორიტეტულია ხარისხი, განვითარება და პაციენტზე ორიენტირებული სერვისი. სამტრედიაში განხორციელებული ინვესტიცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული ხედვის მიმართულებით — მუდმივად გავაუმჯობესოთ სამედიცინო მომსახურება და შევქმნათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო პაციენტებისთვის.“

სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი გიორგი კუხიანიძე: „კარდიოლოგიური მიმართულების გაძლიერება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი კლინიკის შესაძლებლობებს. დღეს უკვე შეგვიძლია პაციენტებს შევთავაზოთ უფრო სწრაფი, ზუსტი და ეფექტიანი მომსახურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების მართვისას.“

“ჯეო ჰოსპიტალსი” მომავალშიც გააგრძელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსში, რათა უზრუნველყოს თანამედროვე, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები.