წარმატების ისტორია თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში საყლაპავი მილის კიბოს წარმატებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 71 წლის ქალბატონისთვის სრული გამარჯვებით დასრულდა. პაციენტი დღეს უკვე სახლშია და საბოლოო გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის კურსს ოჯახთან ერთად გადის.
ქირურგიულ ოპერაციას თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექარ ონიანი და კლინიკის პროფესიონალთა გუნდი უძღვებოდნენ. როგორც ბექარ ონიანი აღნიშნავს, პაციენტმა კლინიკას რამდენიმე საყურადღებო სიმპტომით მიმართა: ყლაპვის გაძნელება, დისკომფორტი და სიმძინე გულ-მკერდის არეში, დისფაგია, წონაში კლება.
ენდოსკოპიური გამოკვლევით პაციენტს საყლაპავი მილის კიბო დაუდასტურდა, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე ონკოლოგ ნინო ფიფიას ზედამხედველობის ქვეშ ქიმიოთერაპიის კურსი ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ საკონტროლო შემოწმებისას დადებითი დინამიკა გამოიკვეთა. გადაწყდა ოპერაციული მკურნალობა.
როგორც ბექარ ონიანმა განაცხადა, თორაკო-აბდომინალური მიდგომით ჩატარდა ეზოფაგექტომია და კუჭის პლასტიკა. მისივე განმარტებით, 71 წლის პაციენტის შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა ოპერატორების ქირურგიული გადაწყვეტილება – აივორ ლუისის ეზოფაგექტომია (Ivor Lewis Esophagectomy), რომელსაც ასევე ტრანსთორაკალურ ეზოფაგექტომიას უწოდებენ. მაღალტექნოლოგიურ და მასშტაბურ ქირურგიულ ოპერაციაზე ოპერატორი იყო თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექარ ონიანი, მას ასისტენტობას უწევდნენ კლინიკის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ზაზა ალხანაიძე და თორაკალური ქირურგი შოთა ბენიძე, ექთანი – ქეთი სვანიძე, ანესთეზიოლოგი – თამარ ფირცხალავა.
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტი ოჯახს დაუბრუნდა.