ფილტვის თრომბოემბოლია
ფილტვის თრომბოემბოლია ერთი ან რამოდენიმე ფილტვის არტერიის ოკლუზიაა (დახშობა) თრომბული მასით, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ქვემო კიდურების ღრმა ვენებში ან მცირე მენჯში.
- რისკ ფაქტორები: ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, მოტეხილობა, სიმსივნე.
- სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც იწყება უეცრად, ხველა შესაძლოა იყოს სისხლიანი, ქვემო კიდურების ტკივილი, შეშუპება, სხეულის ციანოზი, ტემპერატურის მომატება, ძლიერი ოფლიანობა, გულის ცემის აჩქარება.
- დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, ელექტროკარდიოგრამა, სისხლში D დიმერის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით.
- მკურნალობა: ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები, თრომბექტომია, ქვემო ღრუ ვენაში კავა ფილტრის იმპლანტაცია.