ალკოჰოლი: არის თუ არა მავნე ჯანმრთელობისთვის?
ზომიერად ალკოჰოლის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არ წარმოადგენს უსაფრთხო სასმელს. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკი.
- ზომიერად ალკოჰოლის მიღება ამცირებს: გულის დაავადებების, თავის ტვინის იშემიური ინსულტის, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
- ზომიერი ალკოჰოლის დღიური დოზა: ლუდი 355 მლ.
- სპირტიანი სასმელი: 44 მლ.
- ღვინო 148 მლ.
- ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება: ორსულობის, ალკოჰოლიზმის ან ალკოჰოლიზმის ოჯახური ანამნეზის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, გულის უკმარისობის, ჰემორაგიული ინსულტის, ზოგიერთი წამლის მიღების დროს.
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს: მკერდის, პირის, ყელის, საყლაპავის კიბო, პანკრეატიტი, უეცარი სიკვდილი (თუ უკვე გაქვთ გულის დაავადება), გულის კუნთის დაზიანება (ალკოჰოლური კარდიომიოპათია), რომელიც იწვევს გულის უკმარისობას, მაღალი წნევა, ინსულტი, ღვიძლის დაავადება, სუიციდი, თავის ტვინის დაზიანება.