რაც უფრო ჩქარია გულისცემის სიხშირე, მით უფრო ხანმოკლეა სიცოცხლის ხანგრძლივობა
გული არის ორგანო, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობს, როგორც ჩანს რაც უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს გულს, მით უფრო დიდხანს იმუშავებს.
ახლახან ჩინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, მოსვენებულ მდგომარეობაში მაღალი გულისცემის სიხშირით (80 – 90 დარტყმა/წთ-ში) 40%-ით აქვთ სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებული, იმათთან შედარებით, რომელთა გულისცემის სიხშირე 60 – 69 დარტყმაა/წთ-ში.