ვეგეტარიანული დიეტის გავლენა ჯანმრთელობაზე
ვეგეტარიანულმა დიეტამ შეიძლება შეამციროს სიმსუქნის, გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და ზოგიერთი ფორმის სიმსივნის განვითარების რისკი არავეგეტარიანულ დიეტასთან შედარებით. ბავშვობის ასაკში აღნიშნულ დიეტაზე უპრატოსობის მინიჭება ამცირებს ზრდასრულ ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანული დიეტა შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის მავნე, ზრდის ალერგიის, სიმსივნის და მენტალური დარღვევების რისკს.
მნიშვნელოვანია, კვება იყოს სწორად დაგეგმილი – უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბოსტნეულს, ხილს, პარკოსნებს, მარცვლეულს, ხორბლეულს.
ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მცენარეულ დიეტას: დიაბეტის რისკი შემცირებული აქვთ 62%-ით, პროსტატის კიბოს რისკი 35%-ით, საერთოდ სიმსივნის რისკი 18%-ით, მიოკარდიუმის ინფარქტის 32%-ით. ასევე აქვთ უფრო ნორმალური სხეულის მასა, არტერიული სისხლის წნევა,გგლუკოზის, და ქოლესტეროლის დონე სისხლში დაბალი, იმ ადამიანებთან შედარებით რომლებიც იკვებებიან არავეგეტერიანული დიეტით.