პირის ღრუ და ჰიგიენა

24 მაი, 2022

პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ზოგად ჯანმრთელობასთან. პირის ღრუს ჯანმრთელობა კი იწყება პირის ღრუს ჰიგიენით. ჰიგიენისთვის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ფლოსი (კბილის ძაფი). გამოიყენეთ იგი კბილების გახეხვის შემდეგ. ის ადვილად აღწევს კბილთა შორის და გამოდევნის იქ არსებულ საკვების ნარჩენებს.

საკვები ნარჩენები, რომელიც ადვილად გროვდება კბილთა შორის ჯაგრისისთვის მიუწვდომელ ადგილებში, მიკრობების გამრავლებით წარმოქმნის კბილის ნადებს, რომელიც იწვევს კარიესს, გინგივიტს და მათ მრავალრიცხოვან გართულებებს.