დაზიანებული თმის აღდგენა
მშრალი, მტვრევადი, თხელი და დაზიანებული, გაყოფილი ბოლოების მქონე თმის აღსადგენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აბუსალათინის ზეთი.
შეიზილეთ დაბანილ, ნამიან თმაში. ის მარტივად შეიწოვება კანის მიერ, ატენიანებს მას, ღრმად კვებავს თმის ძირებს, აჯანსაღებს და მის ზრდასაც უწყობს ხელს.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2 ჯერ, გაიჩერეთ 10-15 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.