ახალშობილები და მხედველობა
სხვა შეგრძნებებთან შედარებით ახალშობილის მხედველობა სუსტადაა განვითარებული და ნელ-ნელა ვითარდება. დაბადებისას მათი მხედველობა ბუნდოვანია, შეუძლიათ ფორმების ,მოძრაობების და შუქების გარჩევა. 2 თვის ასაკისთვის ფერების განსაზღვრის უნარი უნვითარდებათ, შეუძლიათ ფერების ერთმანეთისგან გარჩევა. მათი მხედველობითი არეალი ფართოვდება, ხოლო 5 თვის ასაკში პატარა ეძებს მზერით და ასე პოულობს მისთვის ნაცნობ ნივთებს. მხედველობის სრულყოფილი სიმახვილე (საგნების მკვეთრად დანახვა) კი მიიღწევა 6 თვის ასაკში.