ადისონის დაავადება

24 მაი, 2022
   ადისონის დაავადება არის თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ამ დროს შემცირებულია კორტიზოლის და ხშირად ასევე ალდოსტერონის პროდუქცია. გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

   სიმპტომები: ძლიერი სისუსტე, წონაში დაკლება, მადის დაქვეითება, კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია), არტერიული წნევის დაქვეითება, მარილისადმი მოთხოვნის გაზრდა, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), გულისრევა, ღებინება ან დიარეა, მუცლის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი, დეპრესია, გაღიზიანება, ქალებში თმის ცვენა ან სექსუალური დისფუნქცია.

    ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ვითარდება ნელა, თვეების განმავლობაში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თირკმლეზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები და ნიშნები: ტკივილი მუცლის, ზურგის ან ფეხების, ძლიერი ღებინება და დიარეა, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპერკალემია და ჰიპონატრემია.

http://www.mayoclinic.org/diseases-conditions