ალკოჰოლი და ადამიანის ორგანიზმი

24 მაი, 2022
როგორც ცნობილია ალკოჰოლი ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლს, თუმცა ასევე აზიანებს სხვა ორგანოებს, რის გამოც გირჩევთ არ მიიღოთ ალკოჰოლი ხშირად და დიდი რაოდენობით, რადგან

 

  • ალკოჰოლის მიღებისას, მისი ორგანიზმიდან გამოყოფა ხორციელდება ღვიძლის საშუალებით, რის გამოც ალკოჰოლი ყველაზე ხშირად აზიანებს ღვიძლს.
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და გაზრდას ნაწლავებში, რომლებიც შემდგომ ხვდებიან ღვიძლში და აზიანებენ მას.
  • ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მავნე ზეგავლენას ახდენს გულზე. ალკოჰოლის მიღებისას ხშირად ვითარდება არითმიები, ასევე შესაძლებელია კარდიომიოპათიების განვითარება. ალკოჰოლის მიღება ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.
  • ჭარბად მიღებული ალკოჰოლის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია პანკრეატიტის განვითარება.
  • ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მიღება ზრდის პირის ღრუს, საყლაპავის, ყელის, ღვიძლის და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკს.
  • ყოველდღიური ალკოჰოლის მიღება აქვეითებს იმუნურ სისტემას.