ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საქართველოში

24 მაი, 2022

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ძირითად მიზეზს კი მანქანების გამონაბოლქვი წარმოადგენს. 1 ლიტრი ბენზინის დაწვის შედეგად 750 გრამი მავნე ნივთიერება გამოიყოფა და ძირითადად მიწიდან ერთი მეტრის, სიმაღლეზე კონცენტრირდება და სწორედ აღნიშნული სიმაღლის გამო, ჰაერის დაბინძურება ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერი ასაკის ადამიანზე და განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე.