ბავშვები და მხედველობის პრობლემები

24 მაი, 2022

ბავშვებში მხედველობის პრობლემები უმეტესად 6- დან 12- წლამდე ასაკში ვლინდება.

როგორ ავირიდოთ ბავშვებში თავიდან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები?

ოფთალმოლოგების რჩევები:

  • დღის განმავლობაში მობილურისა და კომპიუტერის ეკრანთან ურთიერთობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
  • ბავშვმა უნდა იმეცადინოს კარგად განათებულ ოთახში.
  • წიგნი და რვეული თვალს 30-33 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
  • ასევე მხედველობის განტვირთვისთვის შეასრულებინეთ თვალის მარტივი ვარჯიშები – რამდენჯერმე გადაიტანეთ მზერა ახლომდებარე საგნიდან შორს მდებარეზე და პირიქით.