ჭინჭარი

24 მაი, 2022

ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს C, B, A და K ვიტამინებს, ასევე ცილებს,რკინას, კალიუმს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს.
ჭინჭარი ცნობილია როგორც კვებითი ღირებულების მქონე მცენარე.
ჭინჭრის ნაყენი გამოიყენება და სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის დროს, აძლიერებს სისხლის შედედების უნარს, ზრდის ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას.
იყენებენ ,როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელ და შარდმდენ საშუალებას.
ჭინჭრის ზეთი ასევე გამოიყენება როგორც სამკურნალო-კოსმეტიკური საშუალება. განსაკუთრებით სასარგებლოა სახის კანისთვის-ამშვიდებს და კვებავს. ეფექტურია თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ.