ჩვილთა კოლიკა

24 მაი, 2022

მუცლის შებერილობა და ნაწლავის ჭვალი (ნაწლავთა კოლიკა ), იწყება დაბადებიდან 3-4 კვირაზე და უმეტეს წილად თავისით გაივლის, როდესაც ბავშვი 3 – 4 თვის გახდება.
კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე ,ასევე ხელოვნულ კვებაზე მყოფ ბავშვებს.
როგორ ხდება ჩვილთა კოლიკის დიაგნოსტირება?
კოლიკა ძირითადად ვითარდება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს. ბავშვი მოუსვენარია, ერთი შეხედვით უმიზეზოდ იწყებს ტირილს , მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის. ბავშვის მუცელი შებერილია, ზოგჯერ ოდნავ გამაგრებული.
როგორ დავეხმაროთ პატარას ?
მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხელისგული საათის ისრის მიმართულებით ნაზად დაუსვით მუცელზე.მიაღებინეთ თბილი აბაზანა .სასურველია პატარა მთლიანად მოათავსოთ თბილ წყალში. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ კამის წყალი ,რომელიც რამოდენიმე წუთში ხსნის სპაზმს და გამოდევნის გაზებს.