ცხოვრება ინსულტის შემდეგ

24 მაი, 2022
   ინსულტი არის თავის ტვინის დაზიანება, რომელიც ვითარდება სისხლის ჩაქცევის ან სისხლძარღვის დახშობის შედეგად. ინსულტის დროს შეიძლება განვითარდეს მეტყველების, მგრძნობელობის, მოძრაობის, ფიქრის, მეხსიერების დარღვევა. გამოვლინება დამოკიდებულია თავის ტვინის ნაწილის დაზიანებაზე. ინსულტის შემდეგ რეაბილიტაცია არის ხანგრძლივი პერიოდი, ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ახლობლების დახმარებაც, რომელთაც უნდა ახსოვდეთ ცვლილებების მიუხედავად, ეს ისევ ის ადამიანია.

       ადამიანებს რეაბილიტაციაში შეიძლება დაეხმაროს:

  • სიმღერა, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სიმღერა ინსულტის შემდეგ, თუნდაც ვერ მეტყველებდეს, იმიტომ, რომ სიმღერას და მეტყველებას განაგებს თავის ტვინის სხვადასხვა უბანი.
  • ფოტო ალბომი, სურათების დათვალიერება, სურათზე არსებული ადამიანების და მოვლენების გახსენება, საუბარი მათზე.
  • საბავშვო წიგნების წაკითხვა, წერა, სიტყვების გამეორება, ნელა და გარკვევით საუბარი, მოკლე წინადადებების გამოყენება. ახალი ამბების ყურება და მოსმენილის გადმოცემა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საუბარში ჩართვა მიუხედავად მეტყველების გაძნელებისა.