დიდი რაოდენობით წყლის მიღება შეიძლება იყოს უფრო მავნე, ვიდრე სასარგებლო

24 მაი, 2022

   გაციების ან სასუნთქი გზების ინფექციის დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევაა: რაც შეიძლება მეტი წყლის მიღება. თეორიულად ეს კარგი რჩევაა, მაგრამ დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დიდი რაოდენობით წყლის მიღებამ გამოიწვია წყლით ინტოქსიკაცია. ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა საშარდე გზების ინფექცია და სვამდა დიდი რაოდენობით წყალს, განუვითარდა – მწვავე ჰიპონატრემია. ჰიპონატრემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში მკვეთრად მცირდება ნატრიუმის დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, კომა.

   ჯანმრთელ ადამიანში, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, წყლის ინტოქსიკაცია და შედეგად ჰიპონატრემიის განვითარება იშვიათია. თუმცა კვლევის ავტორები გვირჩევენ, სიფრთხილე მაინც საჭიროა. თანაც არ არის დამტკიცებული, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღება სასარგებლოა ინფექციური დაავადებების დროს.