დაავადებები

დაავადების აღწერა ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია არის არა-ჰოჯკინური ლიმფომის ფორმა. ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია არის იმუნური სისტემის იშვიათი, ნელა მზარდი სიმსივნე. ძვლივს ტვინში არსებული პათოლოგიური ლიმფოციტები წარმოქმნიან პათოლოგიურ ცილას, რომელსაც მონოკლონური იმუნოგლობულინი M ეწოდება. ეს ცილა ასქელებს სისხლის პლაზმას და იწვევს ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიის სიმპტომებს.…

დაავადების აღწერა ვეგენერის გრანულომატოზი არის იშვიათი პათოლოგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას. ანთება მრავალ ორგანოს უზღუდავს სისხლის მიწოდებას. ვეგენერის გრანულომატოზი ხშირად აზიანებს თირკმლებს, ფილტვებს და ზემო სასუნთქ გზებს. ამ ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება იწვეს მათ დაზიანებას. ვეგენერის გრანულომატოზმა შეიძლება სხვა ორგანოებიც…

დაავადების აღწერა ვარიკოცელე არის სათესლე პარკში არსებული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოცელე ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, რომლებიც ფეხებში გვხვდება. ვარიკოცელე ხშირი მიზეზია სპერმის წარმოქმნისა და ხარისხის დაქვეითების, რაც უშვილობას იწვევს. ყველა ვარიკოცელე არ ზემოქმედებს სპერმის წარმოქმნაზე. ვარიკოცელეები აგრეთვე იწვევენ სათესლე ჯირკვლების ჩამოუყალიბებლობას…

დაავადების აღწერა ვასკულარული დემენცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღწერს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო განვითარებულ აზროვნების, მეხსიერების, დაგეგმვის და პროცესების დარღვევას. ვასკულარული დემენცია შეიძლება განვითარდეს ინსულტის შედეგად, თუმცა ინსულტი ყოველთვის არ იწვევს ვასკულარულ დემენციას. გამოიწვევს თუ არა ინსულტი აზროვნების და…

დაავადების აღწერა ვაგინალური აგენეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც საშო ბოლომდე განვითარებული არ არის. ამ მდგომარეობას როგორც წესი თან ახლავს სხვა პრობლემებიც, მაგალითად პატარა საშვილოსნოს არსებობა ან საშვილოსნოს არარსებობა. ვაგინალური აგენეზიის სამკურნალოდ შეიძლება დაგჭირდეთ პედიატრებთან, გინეკოლოგებთან და სხვა ექიმებთან ხშირი ვიზიტები.…

დაავადების აღწერა ვარდისფერი პიტირიაზი წარმოადგენს გამონაყარს, რომელიც თავს იჩენს, როგორც დიდი ზომის წრიული ან ოვალური ლაქა მკერდის , მუცლის ან ზურგის არეში. ეს ლაქა შესაძლოა 10 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევდეს. თავდაპირველ, დიდი ზომის ლაქას, როგორც წესი, მოჰყვება მცირე ზომის ლაქები, რმოლებიც…

დაავადების აღწერა ვულვოდინია არის საშოს ხვრელის გარშემო არის (ვულვა) ტკივილი, რომლის მიზეზიც ვერ დგინდება. ვულვოდინიის დროს ტკივილის, წვის შეგრძნების და გაღიზიანების გამო შეიძლება დიდხანს ჯდომაზე და სექსზე ფიქრიც არ გინდოდეთ. მდგომარეობა შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მიმართეთ ექიმს თუ…

დაავადების აღწერა ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. ხშირი მიზეზებია საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია. ვაგინიტი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებამ. ვაგინიტის ყველაზე ხშირი ფორმებია: 
 
 ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ვითარდება საშოში…

დაავადების აღწერა ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების გაფართოებისას. ნებისმიერი ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, თუმცა უფრო ხშირად იგი ქვემო კიდურებში გვხვდება რადგან ფეხზე დგომა და გამართული სიარული ზრდის ზეწოლას ქვემო კიდურების ვენებზე. ბევრ ადამიანში ვარიკოზული და ‘ობობის’ ვენები (ვარიკოზული დაავადების მსუბუქი…

დაავადების აღწერა კონიუქტივიტი არის თვალის შემომსაზღვრელი გამჭვირვალე მემბრანის– კონიუქტივას ანთება, რომელიც ამოფენს როგორც ქუთუთოებს, ასევე თვალის თეთრ ნაწილებს. როცა კონიუქტივაში მდებარე მცირე ზომის სისხლძარღვები ანთებით მდგომარეობაშია, მათი დანახვა იოლია. ეს იწვევს თვალის თეთრი ნაწილების შეწითლებას ან გავარდისფრებას კონიუქტივიტის დროს. კონიუქტივიტი…

დაავადების აღწერა ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება. ვირუსული გასტროენტერიტი ხშირად ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის და დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღების შედეგად. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, დიდი ალბათობით…