დაავადებები

დაავადების აღწერა ვასკულიტი არის სისხლძარღვების ანთება. იგი იწვევს სისხლძარღვების გასქელებას, შესუსტებას, შევიწროვებას და ფიბროზს. ეს ცვლილებები ხელს უშლიან სისხლის დინებას და იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას. არსებობს ვასკულიტების ბევრო ფორმა, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. ვასკულიტმა შეიძლება დააზიანოს მხოლოდ ერთი ორგანო…

დაავადების აღწერა ვარიკოცელე არის სათესლე პარკში არსებული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოცელე ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, რომლებიც ფეხებში გვხვდება. ვარიკოცელე ხშირი მიზეზია სპერმის წარმოქმნისა და ხარისხის დაქვეითების, რაც უშვილობას იწვევს. ყველა ვარიკოცელე არ ზემოქმედებს სპერმის წარმოქმნაზე. ვარიკოცელეები აგრეთვე იწვევენ სათესლე ჯირკვლების ჩამოუყალიბებლობას…

დაავადების აღწერა კოკციდიომიკოზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ცხელებას, მკერდის ტკივილს, ხველას და სხვა სიმპტომებს. არსებობს კოკციდიომიკოზის გამომწვევი ორი სოკო. ეს სოკოები ცხოვრობენ ნიადაგში, საიდანაც შეიძლება ჰაერში მოხვდნენ. სოკოები შემდეგ შეიძლება მოხვდნენ ფილტვებში და გამოიწვიოს მწვავე კოკციდიომიკოზი. კოკციდიომიკოზის მსუბუქი ფორმა…

დაავადების აღწერა პარკუჭოვანი ტაქიკარდია არის გულის რითმის დარღვევა (არითმია), რომლის დროსაც გულის ქვედა კამერები (პარკუჭები) ძალიან სწრაფად იკუმშებიან გულის ელექტრული სისტემის პრობლემის გამო. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს გულმა შეიძლება ვერ შეძლოს საკმარისი სისხლის გადასროლა ფილტვებში და სხეულში რადგან შეკუმშვებს შორის არ…

დაავადების აღწერა ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტის გამო სისხლში ჯანმრთელი ერითროციტების ნაკლებობაა. ვიტამინდეფიციტურანემიასთან დაკავშირებული ვიტამინებია ფოლიუმის მჟავა, B-12 და C ვიტამინი. ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავის, B-12 ვიტამინის და C ვიტამინის ნაკლებობა საკვებში ან ორგანიზმში შეწოვის უნარის…

დაავადების აღწერა ვიტილიგო არის დაავადება, რომელიც იწვევს კანის დეპიგმენტაციას. დეპიგმენტაციის ხარისხი და სიჩქარე ცვალებადია. დაზიანება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის თმაზე, პირის შიგნითა ნაწილზე და თვალებზე. ნორმაში, თვალის, კანის და თვალების ფერს განაპირობებს მელანინი. ვიტილიგო ვითარდება, როდესაც მელანინის…

დაავადების აღწერა ხმის პრობლემები ადამიანებში მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია: სახმო იოგების დატვირთვა, ალერგიები, სიმსივნეები. გამომწვევი მიზეზი სიმპტომები

დაავადების აღწერა ფონ ვილებრანდის დაავადება იწვევს გახანგრძლივებულ და ჭარბ სისხლდენებს. მდგომარეობა ყველაზე ხშირად მემკვიდრულია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ცხოვრების მოგვიანებით ეტაპებზეც ვითარდება. ფონ ვილებრანდის დაავადების მიზეზი ცილის, ფონ ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტია. ეს ცილა სისხლის შედედების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის გამო, ფონ…

დაავადების აღწერა ვულვის სიმსივნე არის სიმსივნის ფორმა, რომელიც ვითარდება ქალის გარეთა სასქესო ორგანოებზე. ვულვა მოიცავს კლიტორს და სასირცხო ბაგეებს და შემოსაზღვრავს შარდსადენს და საშოს. ვულვის სიმსივნე ხშირად წარმოდგენილია, როგორც გამობერილობა ან ჭრილობა. მას ხშირად ახასიათებს ქავილი. ვულვის სიმსივნე ყველაზე ხშირია…

დაავადების აღწერა ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია არის არა-ჰოჯკინური ლიმფომის ფორმა. ვალდენსტრემის მაკროგლობულინემია არის იმუნური სისტემის იშვიათი, ნელა მზარდი სიმსივნე. ძვლივს ტვინში არსებული პათოლოგიური ლიმფოციტები წარმოქმნიან პათოლოგიურ ცილას, რომელსაც მონოკლონური იმუნოგლობულინი M ეწოდება. ეს ცილა ასქელებს სისხლის პლაზმას და იწვევს ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიის სიმპტომებს.…

დაავადების აღწერა ვეგენერის გრანულომატოზი არის იშვიათი პათოლოგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას. ანთება მრავალ ორგანოს უზღუდავს სისხლის მიწოდებას. ვეგენერის გრანულომატოზი ხშირად აზიანებს თირკმლებს, ფილტვებს და ზემო სასუნთქ გზებს. ამ ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება იწვეს მათ დაზიანებას. ვეგენერის გრანულომატოზმა შეიძლება სხვა ორგანოებიც…

დაავადების აღწერა დასავლეთ ნილოსის ინფექცია გამოწვეული კოღოების გადატანილი ვირუსით. დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას მსუბუქი არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი აქვთ. ზოგჯერ დასავლეთ ნილოსის ვირუსმა სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს,…