დაავადების აღწერა გაციება გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების–ცხვირისა და ხახის ვირუსული ინფექციით. გაციება უმეტესად უვნებელია, თუმცა უქმნის პაციენტს დისკომფორტს.გაციების დროს შესაძლოა გამოვლინდეს გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი, ხველა, ან თვალების აცრემლება, ცემინება და ცხვირის ღრუს დაცობა. შესაძლოა ყველა ეს სიმპტომი ერთდროულადაც არსებობდეს.…