დივერტიკულიტი

24 მაი, 2022
დივერტიკულიტი არის უპირატესად მსხვილი ნაწლავის კედელზე არსებული გამობერილი ჯიბეების ანთებითი პროცესი. ხშირად ვითარდება 40 წლის ასაკიდან.

  • სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, უპირატესად მარცხენა ქვემო კვადრანტში, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე; გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლის დაჭიმულობა, შეკრულობა ან დიარეა.
  • გართულებები: აბსცესის ჩამოყალიბება, ნაწლავის ობსტრუქცია, ფისტულა, პერიტონიტი.
  • დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია .
  • მკურნალობა: ინტავენული ანტიბიოტიკოთერაპია, ქირურგიული ჩარევა.