გამონადენი საშოდან

24 მაი, 2022

საშოდან გამჭვირვალე ან თეთრი გამონადენის ქონა ნორმალური და ჯანრთელია. ნორმაში საშო გამოყოფს სეკრეტს, რომელსაც მკვეთრი სუნი და ფერი არ აქვს, არის თხელი , უსუნო და გამჭვირვალე. აღნიშნული გამონადენის ფუნქცია საშოს გასუფთავება და დაცვაა.

როდის მივმართოთ ექიმს ?

თუ გამონადენი ხაჭოსებრია, თან ერთვის წვა და ქავილი, გააჩნია მოყვითალო ან მომწვანო ფერი, ამ შემთხვევაში აუცილებელია დაადგინოთ გამონადენის მიზეზები. ასეთი სახის გამონადენი შეიძლება რომელიმე დავადების სიმტომი იყოს მაგალითად : ტრიქომონიაზი, გონორეა, ბაქტერიული ვაგინოზი, ქლამიდიოზი, კანდიდოზი (რძიანა).