გინეკომასტია მამაკაცებში

24 მაი, 2022
გინეკომასტია მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდებაა. ამ დროს დარღვეულია ესტროგენის და ტესტოსტერონის ბალანსი ორგანიზმში.

 

გინეკომასტია მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს: სტრესმა, ალკოჰოლმა, სხვადასხვა მედიკამენტებმა, ნარკოტიკებმა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობამ.

გინეკომასტიისთვის დამახასიათებელია: სარძევე ჯირკვლების ზომაში გადიდება, შეშუპება, მტკივნეულობა, გამონადენი.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება ანამნეზის შეკრებით, სისხლში ჰორმონების განსაზღვრით, სხვა ინსტრუმენტული კვლევებით.